60 წლის ასაკში გია ჭანტურია გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

60 წლის ასაკში გია ჭანტურია გარდაიცვალა

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას მისი დაარსების დღიდან 2004 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა. იგი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს და მათ განხორციელებას კურირებდა.

გიორგი ჭანტურიამ 1982 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში; 1994-1996 წლებში იყო საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 1996 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.