გაზის გაჟონვის შედეგად ორი მცირეწლოვანი მოიწამლა - კვირის პალიტრა

გაზის გაჟონვის შედეგად ორი მცირეწლოვანი მოიწამლა

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ბაჩილავამ განაცხადა, სახლში 6 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორმა მცირეწლოვანმა მსუბუქი ინტოქსიკაცი მიიღო, ასევე, ჰქონდათ გულისრევისა და თავბრუსხვევის სიმპტომები.

მისივე ინფორმაციით, ექვსივე პირი კონტაქტური იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, თუმცა, პრევენციის მიზნით, ბავშვები საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვა სახლში დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი აბაზანაში იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"