ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ხახანაშვილის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობაზე 60-წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სიმაღლიდან გადმოვარდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც სიმაღლიდან ჩამოვარდა. გარდაცვლილის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას დაელოდებიან. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ზუსტი ინფორმაცია ცნობილი, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"