მაჩალიკაშვილის ცხედარი სოფელ დუისში ჩაასვენეს - კვირის პალიტრა

მაჩალიკაშვილის ცხედარი სოფელ დუისში ჩაასვენეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაასვენეს. მაჩალიკაშვილების ოჯახს ადგილობრივები უსამძიმრებენ.

19 წლის თმირლან მაჩალიკაშვილი დღეს გილით გარდაიცვალა. ცხედარს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. ახალგაზრდას ხვალ, შუადღეს დაკრძალავენ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

"ინტერპრესნიუსი"