ავარიაში დაშავებული სამართალდამცველი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

ავარიაში დაშავებული სამართალდამცველი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გუისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეს პროკურატურა იძიებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხამისკურში რამოდენიმე საათის წინ მოხდა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ექვსი თანამშრომელი ავარიაში მოყვა. მათგან ერთი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ერთი კი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კიდევ ოთხი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

"ინტერპრესნიუსი"