"პანკისი იმსახურებს სიმართლეს"- აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - კვირის პალიტრა

"პანკისი იმსახურებს სიმართლეს"- აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქციას გართეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვედნენ. ასევე, ითხოვდნენ,რომ  პარლამენტმა გააძლიეროს კონტროლის მექანიზმები შესაბამის ორგანოებთან მიმართებაში.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის კიბეებზე სანთლები დაანთეს და ყვავილები დააწყვეს. აგრეთვე, გაშალეს ტრანსფარანტები, ლოზუნგებით - "პანკისი იმსახურებს სიმართლეს", "შეიზღუდოს სუს-ის ძალაუფლება“, "მოვითხოვთ ეფექტიან გამოძიებას".

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო  საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

"ინტერპრესნიუსი"