რა კომენტარს აკეთებენ სალაფიტური თემის წარმომადგენლები მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე ? - კვირის პალიტრა

რა კომენტარს აკეთებენ სალაფიტური თემის წარმომადგენლები მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე ?

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ ხეობაში სალაფიტური თემის წარმომადგენლები კომენტარს აკეთებენ.

პანკისის ხეობის იმამის წარმომადგენელი, მუსა გოდერძიშვილი, მეტსახელად „მუსა პანკისელი“ იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და პროცესი დროულად დასრულდება. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ხეობის მცხოვრებლები პროტესტის გამოხტვას არ გამორიცხავენ, თუმცა, მათი მოქმედება კანონის ფარგლებში იქნება.

"აქციები ან სხვა რაიმე სახით პროტესტის გამოხატვა არ იგეგმება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება არასამართლიანი იქნება, განცხადებას გავავრცელებთ და კანონის ფარგლებში ვეცდებით სამართლის დადგენას", - აცხადებს მუსა პანკისელი.