გარემოს დაბინძურებისთვის სულ 3 940 პირი დაჯარიმდა - ყველაზე ხშირად რა სახის ნაგვის დაყრისთვის ჯარიმდებოდნენ მოქალაქეები?
გარემოს დაბინძურებისთვის სულ 3 940 პირი დაჯარიმდა - ყველაზე ხშირად რა სახის ნაგვის დაყრისთვის ჯარიმდებოდნენ მოქალაქეები?
მოგეხსენებათ, 2017 წლის 3 აპრილიდან, დედაქალაქში, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეით ინსპექტორებს, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში დაევალათ, ფიზიკური და იურიდიული პირები საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დაეჯარიმებინათ. პირველი-ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ. 20 აპრილს კი გამკაცრებული სანქციები ამოქმედდა.

"თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, სანქციების ამოქმედების დღიდან დღემდე ქვეითი ინსპექტორების მიერ გარემოს დაბინძურებისთვის 3
940 საჯარიმო ოქმი დაიწერა. 3 940 სამართალდამრღვევი პირიდან 1338 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ჯარიმებით შემოსული თანხის ოდენობა ჯამში 387 840 ლარით განისაზღვრა.

"თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციითვე, დედაქალაქში ნაგვის დაყრის ფაქტზე 1 იანვრიდან დღემდე 116 საჯარიმო ოქმია შედგენილი. დაჯარიმებული პირებიდან 30 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამ პერიოდში დაწერილი
ჯარიმების თანხის ოდენობამ 11 230 ლარი შეადგინა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ბოლო სამი თვის განმავლობაში შედგენილია 1 217 საჯარიმო ოქმი. 1 217 სამართალდამრღვევი პირიდან 1084 ქართველი, 133 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჯარიმებისთვის გადახდილი  თანხა 114 000 ლარია. საჯარიმო ოქმები ძირითადად, შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალურ ნარჩენზე (მოქალაქეები ყველაზე ხშირად სიგარეტის ნამწვის, პოლიეთილენის პარკისა და ბოთლის მსგავსი ნარჩენების გადაგდებაზე ჯარიმდებოდნენ).



რუსუდან კილასონია (სპეციალურად საიტისთვის)

murad
13 იანვარი 2018 11:59
ეს უფლებამოსილება მეც მინდა რომ მქონდეს,გასამრჯელოს არ მოვითხოვ,მხოლოდ რამე საბუთი მინდა,რომ ეს ნაგვის დამყრელები დავაჯარიმო.აუტანელია მაგათი საქციელი.ბათუმი.577210218
ადამიანი
13 იანვარი 2018 06:22
ნინი ჩაგეთვალააა:))) თან სასაცილო ისაა რომ დიდ ტრადიციაზე, კულტურაზე და ისტორიაზე რომ დაგიწყებენ ლაპარაკს :))) თითქოს ნაგავში ცხოვრება ჩვენი კულტურა და ტრადიცია იყოს. სიგარეტი ვერ მიგვიტანია ნაგვის ურნამდე და და ევროპა- ამერიკა და კაი ცხოვრებას ვითხოვთ?
nini
12 იანვარი 2018 17:37
დააჯარიმეთ გ ა დ ფ უ რ თ ხ ე ბ აზე გაივსება ბიუჯეტი,კაცები აქლემებივით იფურთხებიან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები