ვინ არიან პუტინის ნდობით აღჭურვილი ქართველები ? - კვირის პალიტრა

ვინ არიან პუტინის ნდობით აღჭურვილი ქართველები ?

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა. ამის შესახებ"რია ნოვოსტი"წერს.

კერძოდ, პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის არიან: ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, მომღერალი დიანა ღურწკაია, კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, ტელეწამყვანები ლეონიდ იაკუბოვიჩი და ალექსანდრე მასლიაკოვი, მომღერალი ლევ ლეშჩენკო და სხვები.

პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარის ელენა შმელევას განცხადებით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი 500-ს მიაღწევს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"