მოქარგული შედევრები - დედა-შვილის განსაცვიფრებელი სამყარო...
15-01-2018
მოქარგული შედევრები - დედა-შვილის განსაცვიფრებელი სამყარო...
"ძალიან მიყვარს ფიროსმანის შემოქმ­ედება და მისი რამდენიმე სურათი მოვქა­რგე. ჩემს შვილს აქვს შესრულებული ვან გოგის, გუსტავ კლიმტის, კლოდ მონეს­ შედევრები... ტელევიზიებმა გააშუქეს ჩვენი გამოფენა, ჩემი შვილის ნამუშევრები უცხოურ ჟურნალებშიც მოხვდა" - როგორ აიყვანა ქარგვა ხელოვნების დონეზე, ამის შესახებ ნანა გელაშვილი გვესაუბრება:

- ხელსაქმე ჯერ კიდევ სკოლის მოწაფემ 30 წლის წინ დავიწყე. ქარგვას ძალიან ბევრი სახეობა აქვს - ჯვარედინი, მხატვრული, წყლით ქარგვა და ა.შ. დღეს ინტერნეტით ყველაფერი ხელმისაწვდომია, მაშინ კი ლიტერატურა
არ მოიპოვებოდა და ვწვალობდი, ყველაფერს ხელით ვაკეთებდი. ძალიან შემიყვარდა ეს საქმე. სამი წლის წინ შევქმენი პირველი ნამუშევარი ატლასისა და აბრეშუმის ლენტებით. როდესაც მულინის ძაფით ვქმნი ნახატს, ორი ან სამი თვე მჭირდება. ძალიან ფაქიზი და შრომატევადი სამუშაოა. ორიგინალიდან ტილოზე კონტურები გადამაქვს და შემდეგ ძაფებით ვქარგავ. ჩემი
ინტერპრეტაციითაც ბევრი გამიკეთებია. აბრეშუმით შესრულებული ტილოები უფრო ძვირფასი გამოდის, მაგრამ ძვირად ღირებულია.

- როგორც ვიცი, გამოფენა გქონდათ...

- დიახ, ორი თვის წინ გალერეა "შავ ლომში" ჩემი შვილის, მეკო გელაშვილისა და ჩემი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ასამდე სურათი გვქონდა წარმოდგენილი. მეკოს უფრო მეტად აქვს ხატვის ნიჭი და უკეთესი სურათები გამოსდის. თითქმის 30 წელია ხელსაქმით ვარ დაკავებული და ეს პირველი გამოფენა იყო. ძალიან ბევრი ნამუშევარი გავაჩუქე. სამწუხაროდ, ნაწილი გავყიდე კიდეც, სხვანაირად ამ საქმეს ვერ გავაგრძელებდი, რადგან მასალა ძალიან ძვირია...
ახლახან ხალიჩების ქსოვაზე გადავედი. ეს ქარგვისგან განსხვავებული ტექნიკაა, პატარა ფარდაგებს ვქმნი და შინ კედელზე ვფენ... სახლში იმდენი სურათი მაქვს, კედლები ფაქტობრივად აღარ ჩანს..

მანანა გაბრიჭიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით