რატომ ვერ მოემსახურება მეტროსადგური "გურამიშვილი" მგზავრებს 15 მარტამდე? - კვირის პალიტრა

რატომ ვერ მოემსახურება მეტროსადგური "გურამიშვილი" მგზავრებს 15 მარტამდე?

მეტროსადგური "გურამიშვილი" მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ "გურამიშვილის" რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა. 20 იანვრიდან კი, იწყება ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა - სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ.

ამ პერიოდის განმავლობაში დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, "გურამიშვილის" სადგურს კი მატარებლები შეუჩერებლად გაივლიან.

2018 წელს დამატებით ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის.

"ინტერპრესნიუსი"