"საზოგადოება ხელოვნების სიახლეებს ყოველთვის გვიან აღიქვამდა: ასე იყო, არის და იქნება" - კვირის პალიტრა

"საზოგადოება ხელოვნების სიახლეებს ყოველთვის გვიან აღიქვამდა: ასე იყო, არის და იქნება"

ძველით ახალ წელს, "ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა - სუხიშვილებმა" ახალი პროექტის - "ცეკვა ქართული" საპრემიერო ჩვენება გამართა, რომელიც ელექტრონული მუსიკის თანხლებით მომზადდა და კიდევ ერთ საკლუბო ვერსიას წარმოადგენს. "სუხიშვილების" მორიგ სიახლეს ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ბევრი იყო კრიტიკაც. გთავაზობთ ამ საკითხზე მხატვრისა და მწერლის რეზო ადამიას მოსაზრებას:

სიახლე ქართულ ჰარმონიაში

ამ ქორეოგრაფიულ თემატიკაში, ის საქართველოა გაცხადებული, რომელიც კოსმოსს ხედავს და რითმულ-ჰარმონიაში აღიქვამს. აქ მომხიბვლელი ეპოქის ცოცხალი ხაზებია განსხივებული, რომელთა პოვნა და მოზიდვა მხოლოდ ქართველს შეუძლია, თითქოსდა ყოველივე აბრეშუმის ფარდაგზე მოექსოვოთ, დაუდეგარი პლანეტის, ხალხთა უსასრულობის ცეკვების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმების შეკუმშული სინთეზია ამ უცნაურსა და ნარნარ ქორეოგრაფიულ დადგმაში გაცხადებული.

მუსიკალური ფონი, რომელიც მოქმედების წამყვანსა და წინამძღოლს წარმოადგენს, თითქოს არქაულ-კოსმიურია და ჟღერადობის ჰაეროვან სურათს ხატავს.

ამ უნიჭიერეს დადგმას რომ ვუყურებდი პაბლო პიკასო მომაგონდა, ზანგური ნიღბებიდან ახალი ფერწერული მიმდევრობა რომ შექმნა, რომელიც კაცრობლიულია, მაგრამ თანამედროვე ფრანგული.

მოსული სიახლე ქორეოგრაფიული დადგმა, მგონი წარმოუდგენელ ზღვარსაც ცდება და სუხიშვილების სრულიად ახალი ლეგენდის სათავეა.

უდაოდ სიახლეა ქართული ცეკვის ათასწლოვანი კულტურიდან რომ აღმოცენდება. (გჯეროდეთ ტრადიციულ ქართულ ცეკვებს კი არ ცდება, პირიქით ჩვენი ათასწლეულის ორგანული კვირტია) ამ ჰარმონიულ სივრცეში, რომელიც მარადიულობის ფონს გვისახვას, დამაჯერებლად მეფობს ტალღოვანი წარმოსახვები რომელიც უსასრულობის სურათ-სახე განწყობილებას თვითყოფადურად შობს.

ყოველ არტისტულ მანერაში თუ რხევაში ულამაზესი, ტანკენარი ასულები ზღაპრულად ჰარმონიულია და მეშინია, რომ ვთქვა ზოგ თანამედროვე საბალეტო დადგმებსაც ხომ არ ჩრდილავს? წარმოდგენის მთლიან უხილავ და ხილულ სივრცეში, პლანეტის მოწინავე ხალხთა ცეკვების ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს ელემენტები ციმციმებენ, მოტივის უჯანსაღეს სხეულში, რომელიც კოსმიურ მთლიან სახეს ქმნის როგორც მოგახსენეთ ღრმად ემოციური მუსიკაც ხელს უწყობს და ყოველ პერსონას ოქროს უხილავ ძაფებად ტანსახვევია.

ქვეყნიერების უსასრულობის თვალისათვის მიუწვდომელი ხაზ-ფორმები ნავარდობს მსახიობთა ყოველ მოძრაობაში, (ყოველი მათგანი ხომ, უმშვენიერესი ფორმების, ხაზების, რითმის და ჰარმონიის მსახიობებია).

ქართული ნიჭის მოხდენილობა ისახება და წმინდა ეროვნული ხასიათის ეპოქალური გამოძახილია, მომავალი ათასწლეულის მეცნიერებამდე დაყვანილი კოსმიური ხედვის შეგრძნებებისა. მადლმოსილ სცენაზე ანგელოზები და ყმაწვილ კაცები კიარ როკავენ ამ ჯამად ნარნარია სწრაფხაზოვანა ჰარმონიული რხევით სივრცის სულთა დამპყრობი თავისთავადი ტაქტობრივი დინებაა რომელიც მომავლში საკვირველ საოცრებებს მოიზიდავს.

ეს ახალი მოვლენა მშვენიერების მოტივი აღმოცენებული პირწმინდად ქართულ ნიადაგზეა რომელიც თავისეულ თემას ცეკვით ნელნელა და თანმიმდევრობით ქმნის.

მილიონობით წელს მოყოლებული ადამიანმა ცეკვა, როკვა და ტანთრხევა-ნარნარი ისწავლა მზის სხივებიდან და ვარსკვლავთა ციმციმ-ცელქობიდან; ქართულმა სიახლემ ქორეოგრაფიის ნიჭმა მგონი კოსმოსის ჰარმონიის ურთულესი კარები მერამდენედ შეაღო და განახლებული რითმებით უსასრულობაში შეიხედა, აუცილებელია განვმეორდე, რომ ამ ცეკვაში მსოფლიოს ხალხთა ტანთ თამაშების ნაპერწკლებსაც აღვიქვათ, რომელიც შეიძლება შექმნილიყო მხოლოდ ქართული ქორეოგრაფიის უძველეს ნიადაგზე.

ჩვენს წინ მზარდი ეროვნული სულთა მოძრაობის თანამედროვე ხელოვნების სხეულში უთუოდ ჩასახულია გენიალური მხატვრების, ლადო გუდიაშვილის, სანდრო ბოტიჩელის, ანრი მატისის, ჰოკუსაის, მოდილიანის ლაკონურად, მომდინარე ხაზები და ქართულ თანამედროვე ცეკვად გარდაქმნილან.

დღევანდელობაში, ჩვენს წინ დაიბადა, ვითარება და იქმნება კაცობრიული ხასიათის, ჰარმონიის, რითმის და ზეციური სინაზე-მოხდენილობა რაღაც კოსმიურის მაგვარი მარადიული მხატრული რხევა და ნარ-ნარი მაღალი გემოვნებით ქართული სულით, გონებით, გულით და ტემპერამენტით.

სამწუხაროდ, საზოგადოება ხელოვნების სიახლეებს ყოველთვის გვიან აღიქვამდა: ასე იყო, არის და იქნება.

მხატვარი, მწერალი. რეზო ადამია.

2018 წ. 19 იანვარი, თბილისი.

იხილეთ ასევე: გალაკტიონი, დიადი საბჭოეთი და ილიკოს ყველზე ქართული "ქართული"