ილიკო სუხიშვილი: "როდესაც პირველად გამოვიტანეთ "ზეკარი", მაშინ არ იყო სოციალური ქსელი, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

ილიკო სუხიშვილი: "როდესაც პირველად გამოვიტანეთ "ზეკარი", მაშინ არ იყო სოციალური ქსელი, მაგრამ..."

ქართული ნაციონალური ბალეტის ახალმა პროექტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ანსამბლის ხელმძღვანელები ნინო და ილიკო სუხიშვილები პირველ კომენტარს აკეთებენ მათი ახალი პროექტის "ცეკვა ქართულის" შესახებ.

ილიკო და ნინო სუხიშვილები "რედაქციასთან" ბოლო დღეებში ანსამბლისა და მათი ახალი პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ, გთავაზობთ ამონარიდებს, ვრცლად კი უყურეთ ვიდეოს.

ილიკო სუხიშვილი: "ცეკვა ქართული და ქართული ცეკვა ორი სხვადასხვა რამეა. მახსოვს, როდესაც პირველად გამოვიტანეთ "ზეკარი", მაშინ არ იყო სოციალური ქსელი, მაგრამ დამიჯერეთ, ალბათ ჯობდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ უფრო კონკრეტული აზრები გესმის და მაშინ სრულიად იყო გაყოფილი.

თვითონ ქართული ცეკვა შედგება რაღაცა ცალცალკე ილეთებისგან - ჩაკვრა, გასმა, სრიალა და ა.შ. ვცვლით, გადავანაცვლებთ ამ ილეთებს, თუ ეს საკმარისია თვითონ ქართული ცკევისთვის, მე არამგონია, რადგან უფრო მეტი არსეობს, ვიდრე კონკრეტული დაკანონებული ილეთები".

ნინო სუხიშვილი: "ეს ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროექტია, ჯერ კიდევ ბევრი კომპოზიცია დაიდგმება და ერთ მთლიან პროგრამად შეიქმნება. რაც შეეხება კრიტიკას, ეს აბსოლუტურად ნორმალური ფაქტია, ჩვენთვის არ არის სიახლე იმიტომ, რომ ყოველთვის ყველა ნოვაციას გარკვეული კრიტიკა მოსდევს ყველაფერში. არც ჩვენს პროგრამაში არის ახლა, ისიც თავის დროზე კრიტიკის ქვეშ მოექცა ჯუთა, ზეკარი, სვანური, ლაზური, დღეს არის უკვე ჰიტი, მაყურებელს მოსწონს და ცოტა გაუგებარია რომელია ტრადიცული, რომელია ახალი დადგმული, მაგრა ეს ყველაფერი არის ქართული.

სულ თავიდან, როდესაც ანსამბლი შეიქმნა და საქართველოში პირველი კონცერტი გამართა, ამანც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, იყო ბევრი კრიტიკა, აბრალებდნენ, რომ ეს არ არის ქართული, რომ იყო თანამედროვე, განსაკუთრებით კრიტიკა მოჰყვა ცეკვა აჭარულს, რომელიც დღეს კლასიკად იქცა".

იხილეთ ასევე: "საზოგადოება ხელოვნების სიახლეებს ყოველთვის გვიან აღიქვამდა: ასე იყო, არის და იქნება"

წყარო: "რედაქცია"