"6 წლის ვიყავი, როცა დედინაცვალმა შინიდან გამომაგდო" - ცნობილი პოეტის ვაჟის გაუსაძლისი ცხოვრება
"6 წლის ვიყავი, როცა დედინაცვალმა შინიდან გამომაგდო" - ცნობილი პოეტის ვაჟის გაუსაძლისი ცხოვრება
"იქნებ დამეხმაროთ, რომ დარჩენილი სიცოცხლე გარეთ ძაღლივით გდებაში არ გავატარო!"

არავინ იცის, ცხოვრება რას უმზადებს!
კაცის ბედი წუთისოფლის სათამაშო რომ ხდება, ამაზე ჩვენამდეც ბევრს უთქვამს, ჩვენ კი რედაქციაში მოსული ზაზა ჯანგულაშვილის ბედმა შეგვძრა. ამ კაცის გვარი ალბათ გეცნოთ, იქნებ დიდუბის პანთეონშიც ხშირად გინახავთ მამამისის, პოეტ თეიმურაზ ჯანგულაშვილის საფლავი. ყველასაგან დაფასებული პოეტის გარდაცვალებამ მისი სახელი და დიდებაც დაასრულა და მისი შვილებისაც. თეიმურაზს სამი შვილი დარჩა, მათგან სწორედ უფროსი, ზაზა მოვიდა ჩვენთან
დახმარების სათხოვნელად:

ზაზა ჯანგულაშვილი: -
ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, გული მიტირის. ბავშვობის შემდეგ არ გამიხარია. არადა, სახელოვანი პოეტის ოჯახში დავიბადე, მშვიდი ცხოვრებაც უნდა მქონოდა, მაგრამ, საუბედუროდ, ჩემი მშობლები გაიყარნენ. მამამ - ჩემი ცოლი მარტოხელაა, შვილს ვერ გაზრდის და მე მომაკუთვნეთო.­ ცნობილ ადამიანს ვინ არ დაუჯერებდა,
მზრდიდა კიდეც სათუთად, სანამ დედინაცვალი არ გამოჩნდა.

დედინაცვლის ამბავი­ კი მოგეხსენებათ, - 6 წლის ვიყავი, როცა რაღაც გავუტეხე და შინიდან გამომაგდო. საგარეჯოში ვცხოვრობდით. იქ იმხანად მანქანა ალბათ, არ დადიოდა, რადგან მახსოვს, ეზოს გარეთ ვიდექი და ვნატრობდი, ნეტავ მანქანა გამოივლიდეს, ბორბლებში ჩავუვარდები-მეთქი! უფალი არსებობს და ამის შემდეგ საქმე კარგად არც ჩემს დედინაცვალსა და მის შვილებს წასვლიათ - თვითონ ახალგაზრდა გარდაიცვალა და ჩემი უფროსი დაც თან მიიყოლა. არც უმცროს დას ულხინს... ჩემი ცხოვრებაც ძაღლურად წავიდა, მამასთან ურთიერთობაც გავწყვიტე. ვიფიქრე, ოჯახი მიშველიდა, მაგრამ ნერვებდაწყვეტილი შინიდან წამოვედი, თუმცა, შვილებისთვის არ მიღალატია - სულ ვეხმარებოდი. ასე ვიცხოვრე ხან სად და ხან - სად. ბოლო 30 წელიწადია, ერთ დანგრეულ საწარმოში დავიდე ბინა. ახლა მითხრეს, უნდა წახვიდეო. სად წავიდე? შვილებს ოჯახები აქვთ და ჩემთან ყოფნა არ უნდათ. უკვე 70 წელს გადაცილებული ვარ და ვიღას ვჭირდები?! იურისტებმა­ მითხრეს, - საწარმომ ამდენ ხანს თუ გაცხოვრა, ახლა ასე ვერ ამოგკრავს პანღურს, კანონით უნდა დაგეხმაროსო, მაგრამ არ მჯერა, თუ სამართალი კიდევ არსებობს! ამიტომაც მოვედი თქვენთან, - იქნებ მათ მიაწვდინოთ ხმა, ვინც შეძლებს, რომ დარჩენილი სიცოცხლე გარეთ ძაღლივით გდებაში არ გამატარებინოს! - გვითხრა საბრალო მოხუცმა და დაგვემშვიდობა...

რედაქციისაგან: უმორჩილესად ვთხოვთ­ ქალაქის მერიას და ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალურ სამსახურს, შეგვეხმიანონ, რათა ამ გაჭირვებულ ადამიანს როგორმე ერთად ვუპატრონოთ.

მოამზადა ეთერ ერაძემ
ინტრიგანი
01 თებერვალი 2018 09:49
"უფალი არსებობს და ამის შემდეგ საქმე კარგად არც ჩემს დედინაცვალსა და მის შვილებს წასვლიათ - თვითონ ახალგაზრდა გარდაიცვალა და ჩემი უფროსი დაც თან მიიყოლა. არც უმცროს დას ულხინს..."

სულ გაბოროტებულა ეს საცოდავი!
nino
31 იანვარი 2018 22:45
netavi im iuristis diplomshu chanaxeda ra jgabnia.sacarmoshi tu cxovrobs adsmiani 30 celi tu sacarmoshi ar unda icxovros adamianma saertod.ar gindat vatonebo saxelmcipo gerkcat.mtavrovebis misvla mosvlis mtavari gezia pulus mochra da keteva.tkven ar gikvart sakartvelo tore ar ikneboda kvela spero ase chashvebuli
nino
31 იანვარი 2018 22:40
zalian mikvirs adamianebis aseti sakcieli.an mama sad iko...idea makvs.kvela parlementis cevrs xelpadidan cgamoechras garkveuli tanxa ganurchevlad oposicia posiciica da amdeni maxinji korpusis asgenebas kvela rsionshi ashendes usaxlkaro moxucta saxlebi.kiveltvis megoba sajartvelishi shvilebs ar tovebdnen da moxucebs...shvilebs ki sircxvili da chvens martlmadideblobas
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები