"არასოდეს ვაპატიებ მშობლებს შვილების ქუჩისთვის გაწირვას"
"არასოდეს ვაპატიებ მშობლებს შვილების ქუჩისთვის გაწირვას"
"ერთმა ქალმა 50 ლარი მაჩუქა. იმ დროს ჩემი ძმა ძალიან ცუდად იყო, იმ ფულით წამლები ვუყიდე და მამასთან წავიყვანე, ზამთრის სუსხს ვეღარ უძლებს-მეთქი. მამამ კი საცვლებისამარა სახლიდან გამოგვყარა..."

ამგვარი ამბების გმირები ხშირად ვინაობას არ ამხელენ, ჩვენი რესპონდენტი კი თამამად საუბრობს.­ 18 წლის ალექსანდრე მუსაევი საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელია. სიყმაწვილის მიუხედავად, მისი განვლილი ცხოვრება ძალიან მძიმეა, შესაძლოა დაუჯერებელიც. დედა ოჯახიდან რომ წავიდა, ოთხი წლის იყო, მისი ძმა - ორის... მამამ კი ბავშვები
ქუჩაში სამათხოვროდ გაუშვა.

ალექსანდრე მუსაევი: -
ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ოდესაში გაიცნეს, მერე თბილისში ჩამოვიდნენ - მამას ოჯახი აქ ცხოვრობს. დედა რუსია, მაშინ 19 წლის იყო, მამა მასზე 10 წლით უფროსია. მყოლია
და, ანა, რომელიც რაღაც ინფექციით გარდაცვლილა. მერე მამამ სმა დაიწყო. დედამ ამას ვერ გაუძლო და წავიდა.

მამა და მისი მეგობარი ქალი, ვითომ ჩვენი ძიძა, არ ერიდებოდნენ ჩვენ თვალწინ სექსუალურ ურთიერთობებს, ორივე სასტიკად გვცემდა.
დედაჩემის დედა რუმინეთში ცხოვრობს. ის მას შემდეგაც გვეხმარებოდა, რაც დედამ მიგვატოვა. მის გამოგზავნილ ტანსაცმელს და ნივთებს მამაჩემი ყიდდა და სასმელში ხარჯავდა. მერე ბებიას გაუჭირდა, ფულს ვეღარ გვიგზავნიდა და
მამამ სამათხოვროდ ქუჩაში გაგვყარა. თუ ფულს ვერ ვიშოვიდით, ღამის გასათევად შინ ვერ მივდიოდით­ და სხვა ბავშვებთან ერთად ნანგრევებს ვაფარებდით თავს.

ერთმა ქალმა 50 ლარი მაჩუქა. იმ დროს ჩემი ძმა ძალიან ცუდად იყო, იმ ფულით წამლები ვუყიდე და მამასთან წავიყვანე, ზამთრის სუსხს ვეღარ უძლებს-მეთქი. მამამ კი საცვლებისამარა სახლიდან გამოგვყარა."
ერთ დღეს, მათხოვრობისას, მე და ჩემი მეგობარი ვიღაცამ გაგვიტაცა. მიგვიყვანა მთიან ადგილას და ქოხში ჩაგვკეტა. ის არაკაცი ერთი კვირის განმავლობაში აუპატიურებდა ჩემს მეგობარს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ პოლიციამ მოგვაგნო.­ ის კაცი ძებნილი ყოფილა და დააკავეს.
სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი ცოცხალი აღარ არის.

ერთ დღესაც ბებია საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენმა ნახვამ თავზარი დასცა. ნაცნობთან წაგვიყვანა, დაგვბანა, დაგვაპურა, სუფთა ლოგინში დაგვაძინა.


მამაჩემმა საიდანღაც გაიგო ჩვენი ადგილსამყოფელი და ბებიას დანით დაადგა - ყელს გამოგჭრიო. იშვიათად მინახავს ისეთი მამაცი ქალი, როგორიც ბებიაა. ჩვენი თავი არ დაანება. მეორე დღეს ბებოს პოლიციიდან დაურეკეს. მამას უჩივლია - ეს ბავშვების ბებია კი არა, ვიღაც ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეაო. პოლიციამ წაართვა მას ჩვენი თავი და მამამ ბოლნისში, დედამისთან გადაგვმალა. ერთხელ, მთვრალმა­ ღამით ტყეში დაგვტოვა. შინ მისულებს კი აგვიშარდა - სად გაიპარეთო და სასტიკად გვცემა.

მამის დედამ რომ გაიგო, ბებო საქართველოდან წავიდაო, თბილისში გამოგვიშვა. საბედნიეროდ, მე და ჩემი ძმა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, სალომე ჭიჭინაძემ გვიპოვა და აფრიკაში, სპეციალურ დაწესებულებაში წაგვიყვანა. ბებომ მოგვაგნო და წყნეთის ბავშვთა სახლში გადაგვიყვანა. მეურვეობის უფლების მოპოვებას ცდილობდა... სასამართლო დავა რომ მოიგო, დედა და მისი თურქი მეუღლე გამოჩნდნენ და ჩვენი პატარა ძამიკო გაგვაცნეს. მერე დედამ ბავშვი ჩვენ დაგვიტოვა და თვითონ ისევ გაქრა. წყნეთის ბავშვთა სახლიდან ქუთაისში გადავედით ჩვენს ნახევარძმასთან ერთად. ერთ დღეს ჩვენს აღმზრდელს შეატყობინეს, რომ დედა ციხეში იჯდა. მისი მეორე ქმარი ნერვიულობის ნიადაგზე გალოთდა, მერე კი მოკლეს. კარგი ადამიანი იყო, თავის შვილზეც ზრუნავდა და ჩვენზეც.

ბებო კვლავ ჩამოვიდა და ექიმთან წაგვიყვანა. ჩემს ძმას ფსიქოზი აღმოაჩნდა. წამლებს ვასმევდი. ძმებზე უნდა მეზრუნა. ორივეს ღამის ენურეზი სჭირდა.

მერე ბებომ რუმინეთში წამიყვანა. ძალიან კარგად ვიყავი, მაგრამ ძმები მადარდებდა და დავბრუნდი. საგურამოს ბავშვთა დაწესებულებაში მოვხვდი, ძალიან თბილ გარემოში. ცუდი ის იყო, რომ ძმები სხვადასხვა დაწესებულებაში ვიყავით. საგურამოს ორგანიზაცია რომ დაიხურა, მეტეხში გადამიყვანეს. ბოლოს, ბორჯომში გადავედით მინდობითი აღზრდის სერვისით. იმ ოჯახში ბევრი რამ ვისწავლე. ვიცოდი, სრულწლოვანი რომ გავხდებოდი, ისევ ქუჩაში აღმოვჩნდებოდი. ჩემი შიში გამართლდა, სად უნდა წავსულიყავი და დედას მივადექი ბათუმში... იქ თურმე პროსტიტუციას ეწეოდა და თბილისში დავბრუნდი...

ისევ სალომე ჭიჭინაძე დამეხმარა. პირადობის მოწმობის ასაღებად ფული მომცა­ და ერთ საწარმოში გამგზავნა. იქიდან საპატრიარქოს "ახალგაზრდულ სახლში" მოვხვდი... ახლა ერთი ძმა ოჯახური ტიპის­ დაწესებულებაშია, მეორე - მინდობით აღზრდაში... ბევრმა ბავშვთა სახლში აღზრდილმა სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ბევრიც ციხეშია, ზოგიც ქუჩაში დგას. მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო: იბრძოლეთ, ბედნიერება არსებობს, სიკეთე აკეთეთ და აუცილებლად დაგიბრუნდებათ... საზოგადოებას კი ვთხოვ, დააფასოს ეს ბავშვები, ბავშვთა სახლში აღზრდა არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი დადგები. ხშირად მშობლები იმის გამო არ აკითხავენ შვილებს, რომ არ აქვთ საჩუქრის ფული. არც ერთ ბავშვს არ სჭირდება შოკოლადი, მშობლის სითბოსა და კოცნის ნაცვლად.

ახლა ვიცი, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა. სარესტორნე ან სასტუმროს ბიზნესს მინდა მოვკიდო ხელი და გავხდე ქველმოქმედი. მე მიყვარს ჩემი მშობლები, მაგრამ არასოდეს ვაპატიებ მათ შვილების ქუჩისა და უიმედობისთვის გაწირვას...

P.S. საქართველოში ბევრი ბავშვია ქუჩას­ მიკედლებული, არადა, ყველა ბავშვი იმსახურებს­ დედ-მამის სითბოს. ამ სულისშემძვრელი ამბის გამოქვეყნების მიზანიც საზოგადოების თანაგრძნობა და ბავშვზე ორიენტირებული გარემოს არსებობაა.


თორნიკე ყაჯრიშვილი
მარი
03 თებერვალი 2018 14:57
ასეთი რამეები იმიტომ ხდება რომ სახელმწიფომ დაუკარგა ადამიანებს სიყვარული!!!!შვილისაც კი....
მანანა
02 თებერვალი 2018 17:25
სალომე ჭიჭინაძისთვის ეს არც პირველი მადლია და არც ბოლო იქნება! უფალი ბევრს არ აჯილდოვებს ამ ღვთიური უნარით, რასაც სიკეთის კეთება ქვია! !

შენ კი, ალექსანდრე, გაგიმართლა , სალომეს რომ შეხვდი. სიკეთეს და წარმატებებს გისურვებ.
ნინო
02 თებერვალი 2018 17:05
გული დამეწვა რა ცოდონი არიან ეს ბიცჰი დზაან მაგარი ადამიანია უფალი გფარავდეს და წარმატებული მომავალი გქონდეს ცჰვილო
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები