რუსთავში მატარებელს მამაკაცი შეუვარდა - კვირის პალიტრა

რუსთავში მატარებელს მამაკაცი შეუვარდა

რუსთავში, რკინიგზის სადგურზე უბედური შემთხვევა მოხდა. ლიანდაგებზე მიმავალ მატარებელს, წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შეუვარდა.

დაშავებული უგონო მდგომარეობაში იყო და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ის კლინიკაში მიყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"