"სოსოს ჰქონდა კავშირი იქაურ მეგობრებთან და გენერლებთან" - რას ამბობს სოსო ოსორაულის ძმა? - კვირის პალიტრა

"სოსოს ჰქონდა კავშირი იქაურ მეგობრებთან და გენერლებთან" - რას ამბობს სოსო ოსორაულის ძმა?

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ოჯახი, კონგოში მყოფ ქართველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. როგორც სოსო ოსორაულის ძმამ, კობა ოსორაულმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობის შემდეგ, სოსო ოსორაული მეგობრებს და გენერლებს დაუკავშირდა.

"მე პირადად არ მისაუბრია ჩემს ძმასთან, მაგრამ ვიცით, რომ ცოცხალია. როდესაც სახელმწიფომ გამოაცხადა ჩემი ძმა გარდაცვლილად, მას შემდეგ რამდენიმე დღეში, ჩემს ძმას სოსოს ჰქონდა კავშირი იქაურ მეგობრებთან და გენერლებთან, რის შემდეგაც ჩვენ ძებნა არ შეგვიწყვეტია. ჩემი მეორე ძმაც სწორედ იმიტომ წავიდა, რომ სიმართლე გავარკვიოთ. არ გამოვრიცხავ, რომ მეც მომიწიოს საზღვარგარეთ წასვლა. რაც არ უნდა დაგვიჯდეს, სოსო ოსორაული უნდა დავაბრუნოთ საქართველოში. ამ ეტაპზე მოკვლევას ვაწარმოებთ, რომ დადგინდეს მისი ზუსტი ადგილსამყოფელი",- განაცხადა კობა ოსორაულმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

იხილეთ ასევე: "უმცროსმა შვილმა მითხრა, კარგი ამბები მაქვსო" - კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაული ცოცხალია?