"8 წელი? ღადაობთ, ხალხნო?" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" "ბახალასთვის" 8-წლიანი პატიმრობის მისჯას? - კვირის პალიტრა

"8 წელი? ღადაობთ, ხალხნო?" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" "ბახალასთვის" 8-წლიანი პატიმრობის მისჯას?

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი "ჩაუდეს".

გიორგი გოირგანაშვილი დარბაზშივე დააკავეს. ის დარბაზიდან ბორკილებით გაიყვანეს.

მსახიობისთვის 8-წლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას "ფეისბუკში" საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ.

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი:

"რომ ჰკითხო, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობს ხელისუფლება და ამ დროს რვა წელს უსჯიან მოხმარებისთვის ადამიანს!

პრინციპში ნარკოპოლიტიკაზე პატრიარქის გამოსვლის შემდეგ რაღაც შტერობას კი ველოდი ამათგან, მაგრამ ამისთანას მაინც არა.

და არ დამიწყოთ ახლა სასამართლო დამოუკიდებელიაო, ჩვენ რა შუა ვართო და ეგეთ სისულელეები.

ისე, რვა კი არა ცხრა წელი უნდა მიგესაჯათ, ანუ ცხრაწელი! სად იყვნენ ეს ნარკამანები 2012 წლამდე ხმას რო არ იღებდნენ?

სხვა რა ვთქვა, აღარ ვიცი".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"8 წელი? ღადაობთ, ხალხნო? შეცვალეთ ნარკოპოლიტიკა!"

სტეფანე მღებრიშვილი, მომღერალი:

"ვატყობ "ბახალა" იქნება, ახლის დასაწყისის სათავე. უსამართლობა არავის შერჩება. ისედაც ეყო ამ ბიჭს ციხეში ჯდომა. როცა გამოვიდა, რაღაც დრო ვეკონტაქტე, კაფეში შემხვდა, ბევრი ვილაპარაკეთ და თვითონაც ვერ ვცნობდი. რადიკალურად შეცვლილი იყო, ისედაც ყველაზე მშვიდობიანი და საზოგადობისთვის არა საშიში, უმუშევარი, ნიჭიერი "ბახალა". ყველაფერი კარგად იქნება. მაინც გადავრჩებით!"

ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველოს" წევრი:

"მოძალადეები გარეთ, ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა კომფორტში და მომხმარებლები ციხეში-ქართული ოცნება"

ბაია პატარაია, უფლებადამცველი:

"ბახალა" ამბობს, რომ მას ჩაუდეს ეს ნარკოტიკი, რადგან ხელი არ დაადო სხვას და არ ითანამშრომლობა შსს-სთან. მე მისი მჯერა.

დრაკონული ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს - ჩვენ უნდა დავასრულოთ ის, რადგან სხვა ამას არავინ გააკეთებს.

პ.ს. ცალკე ამბავია რომ 0.3. გრამი სუბოტექსტი რაღაც სასწაულებრივად კრეტინული კანონმდებლობით ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ნული მთელი სამი გრამი. განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

ვაი ჩვენს პატრონს!"