თბილისის რომელ უბნებში გაითიშება ხვალ ელექტროენერგია და გაზი? - კვირის პალიტრა

თბილისის რომელ უბნებში გაითიშება ხვალ ელექტროენერგია და გაზი?

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ კომპანია "თელასიდან" იტყობინება.

კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის, ოთარ ჭილაძის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭრელაშვილის, ნავთლუღის, ჰოსპიტლის, წერნაკის და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00

საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ასათიანის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, პასტერის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კისისხევის, ნოსტეს, უიარაღოს, წრომის, ძმობის, ხუდადოვის, ქებურიას, სტურუას, მიხეილ მესხის, ვახტანგ მახალდიანის, კელაპტრიშვილის, კიკნაძის, რევაზ ურიდიას, კახიანის, ნოე ჩხიკვაძის, რევაზ ინანიშვილის, გრიგორ ბიჩინაშვილის, უწერის, ღუდუშაურის, გურამ ასათიანის, მიხეილ კეკელიძის, ეროსი მანჯგალაძის, წაღვერის, მიქატაძის, ინწკირველის და ლევან ცქიტიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

რაც შეეხება გაზის მიწოდებას, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 24 იანვარს, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩა № 40-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:30 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

15:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი 44 - ზურაბ ჩაჩუას ქუჩა № 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივი III კვარტალი კორპუსი № 1-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

10:00 საათიდან კი გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, არტურ ლაისტის ქუჩა № 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.