“მეც მქონია პოლიციასთან შეხება და ზუსტად ვიცი როგორ მოქმედებენ, მეგონა ესეთები რაღაცნაირად გადაშენდნენ" - კვირის პალიტრა

“მეც მქონია პოლიციასთან შეხება და ზუსტად ვიცი როგორ მოქმედებენ, მეგონა ესეთები რაღაცნაირად გადაშენდნენ"

მსახიობი გიორგი გოირგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის მიესაჯა. მოსამართლის მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვს მულოდნელი აღმოჩნდა. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსის" გადაცემა 360 გრადუსის ეთერში მსახიობმა კახა კინწურაშვილმა "ბახალას" დაკავების ფაქტი გაიხსენა და პოლიციელების მხრიდან გამოვლენილ ქმედებებზეც გაამახვილა ყურადღება.

"ვიღაც ჯ.ხ. დააკავეს, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოუჩინეს და მან თქვა, რომ ეს მარტო მას კი არ ეკუთვნის, ეკუთვის  გიორგი გიორგანაშვილსაც. ამის შემდეგ ოპერატიული ინფორმაციის გამო დააკავეს გიორგი, იგი ამ დროს ტაქსიში იჯდა, ეძინა, გადაკიდებული ჰქონდა ქურთუკი, გადმოიყვანეს გაჩხრიკეს და თურმე წინა ჯიბეში რამდენიმე აბი სუბოტექსი აღმოუჩინეს. საქმეზე იყო ორი მოწმე პოლიციელი, რომლებიც ჩხრეკის დროს იმყოფებდნენ, ასევე იყო ერთი მოწმე ტაქსის მძღოლი, რომელმაც გარკვევით თქვა, რომ არ დაუნახავს კონკრეტულად ამოუღეს თუ არა ნარკოტიკი გირგის, მაგრამ დაინახა, როგორ ეკავათ ეს აბები სამართალდამცავებს.  მეც მქონია პოლიციასთან შეხება და ზუსტად ვიცი როგორ მოქმედებენ და რანაირად მოქმედებენ, რანაირად ეპყრობიან ადამიანებს და რატომღაც მეც მეგონა ესენი რაღაცნაირად გადაშენდნენ, მაგრამ რატომღაც ყველა მთავრობა, ასეთ სასტიკ ადამიანებს თავისი კონკრეტული მინეზნებისთვის იყენებს", -  განაცხადა კახა კინწურაშვილმა.