"სტაიანშიკების" ბიზნესში 20 მილიონ ლარზე მეტი "შავი ფული" ტრიალებს"
"სტაიანშიკების" ბიზნესში 20 მილიონ ლარზე მეტი "შავი ფული" ტრიალებს"
"ავტოსადგომის მეთვალყურედ ვერავინ იმუშავებს, თუ არ მოელაპარაკა ამ ბიზნესის მფარველებს. ყოველდღიურად მიდის წილი მათთან, ვინც ამ ბიზნესს განაგებს"

ისინი ყველგან გვხვდებიან - პროსპექტებზე, პატარა ქუჩებსა თუ ეზოებში. მათი ცნობა თეთრი ჯოხითა და შუქამრეკლი ჟილეტით ადვილია. ისინი მომსახურების სანაცვლოდ (რაც არავის უთხოვია) ხან პირდაპირ ითხოვენ თანხას, ხან მძღოლებს აგდებენ ნამუსზე, ვინ რამდენს გაიმეტებს; თუ არ გადაიხადე, სულ მცირე, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, თუ გინებასა და მანქანის დაკაწვრას გადარჩი. ავტოსადგომების მეთვალყურეთა მომსახურება სახელმწიფო
რეგულაციებს არ ემორჩილება, გასამრჯელოც არ იბეგრება და მოგების გადასახადი ბიუჯეტში არ აისახება. ვიღაცა იტყვის, კარგი ერთი, რა კაპიკებს­ გამოეკიდეო, სინამდვილეში მილიონებთან გვაქვს საქმე. ტრანსპორტისა­ და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დათო მესხიშვილმა საკითხი ძირეულად შეისწავლა და ავტოსადგომების მეთვალყურეთა არაფორმალური ბიზნესის დეტალებზე გვესაუბრება:

- ადრე ისინი გამგეობების თანამშ­რომლები
იყვნენ, არეგულირებდნენ პარკირებას და ამაში გასამრჯელოსაც­ იღებდნენ. მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თბილისის მერიამ უარი თქვა მათ მომსახურებაზე და ასპარეზზე ოფიციალურად გამოჩნდა "სითYი პარკი".

სხვა ქვეყნებში ავტოსადგომების მეთვალყურეებს ვერსად ნახავთ. როგორც წესი, პარკირებას შესაბამისი კომპანია არეგ­ულირებს. ჩვენთან "სითი პარკმა" ვერ მოახერხა ამ პრობლემის მოგვარება­. შედეგად მეთვალყურეთა მომსახურება მძღოლებს არაერთ პრობლემას უქმნის, მაგალითად, ხშირად მანქანის გაჩერების საფასურის გამო კონფლიქტია, გეკამათებიან, თუ მათ ტარიფს არ იზიარებ ან მათ მიერვე დათქმულ დროში არ იძლევი ავტომანქანის გაყვანის პირობას.
ყოფილა შემთხვევა, მძღოლი არ დამორჩილებია, მაინც გაუჩერებია მანქანა და უკან დაბრუნებულს მანქანა დაკაწრული დახვედრია. ზოგს ებრალება ისინი, რა ქნან, თავი ხომ უნდა ირჩინონო. სინამდვილეში ეს არის კარგად ორგანიზებული არაკონტროლირებადი ჩრდილოვანი ბიზნესი.

ამ სისტემაში შემთხვევითი ადამიანი ვერ გაიჭაჭანებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც თვითდასაქმების მსურველს ფიზიკურად გასწორებიან. ავტოსადგომის მეთვალყურედ ვერავინ იმუშავებს, თუ არ მოელაპარაკა ამ ბიზნესის მფარველებს. სამწუხაროდ, მეთვალყურეები ამას მხოლოდ პირად საუბრებში ადასტურებენ. ყოველდღიურად მიდის წილი მათთან, ვინც ამ ბიზნესს­ განაგებს. მათი ვინაობის დადგენა კი სამართალდამცავების საქმეა.
როდესაც მეთვალყურეთა ინსტიტუტი გაუქმდა, მაშინ დაახლოებით 2000 კაცამდე იყვნენ, ახლა "სტაიანშიკების" რიცხვი 3000-ს აღწევს. ჩვენი გათვლით, 3000 კაცი დღეში, სულ მცირე, 20 ლარს ხომ მაინც გამოიმუშავებს, ეს შეადგენს თვეში მილიონ 800 ათასს, ხოლო წელიწადში 20 მილიონზე მეტს. ეს უკონტროლო, "შავი ფულია".

ეს არის ჩვენი ჯიბიდან გადახდილი თანხა, რომელიც ბიუჯეტის მიღმა ტრიალებს და მისგან არც სახელმწიფოს და არც თითოეულ ჩვენგანს სარგებელი არა აქვს!

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები