იყო თოვლი და ორი დღით ახმაურებული რაჭა
იყო თოვლი და ორი დღით ახმაურებული რაჭა
ძველი სტილით ახალ წელს წარმოუდგენლად თოვდა მთიან რაჭაში. სოფელი გლოლა და შოვი ონისა და ამბროლაურის ახალგაზრდობამ ორი დღით აახმაურა. იყო ბევრი სტუმარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და, თქვენ წარმოიდგინეთ, გზებზე საცობიც, რაც ბოლო დროს უჩვეულო მოვლენაა რაჭისთვის. "ორი დღით გამოვაცოც­ხლეთ თოვლში მარტოობისთვის განწირული ზემო რაჭა", - გვითხრა ფესტივალის ორგანიზატორმა მალხაზ მეტრეველმა:

- თოვლის ფესტივალის იდეა მე­ და ჩემს ძმას გვეკუთვნის. მამუკა ამბროლაურში მუშაობს, მე - ონში. შაბათ-კვირას შოვში ასვლა და გართობა
გადავწყვიტეთ, შემდეგ კი "ფეისბუკში" დავწერეთ, რომ თოვლის ფესტივალის გამართვა გვსურდა. სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩამოვაყალიბეთ ათკაციანი საინიციატივო ჯგუფი, სახელად "სნოუელ­ები". მოვიძიეთ ყველაფერი - პროგრამა, ბენდი, თხილამურები, ციგები და გადავინაწილეთ ფუნქციები. მსურველების რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა და ბოლოს 350
-მდე კაცი შევგროვდით.

- ფესტივალის მიზანი რა იყო?
- რაჭა ჩამკვდარია, სოფ­ლები­ - დაცლილი. შოვში ისეთივე თოვლია, როგორიც მესტიაში, გუდაურსა და ბაკურიანში. ეს საოჯახო სასტუმროების ამუშავებასა და ტურისტული ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. მხარში ამოგვიდგა რაიონის ახალგაზრდობაც, რომელიც ერთფეროვნებისგან დაღლილია. შოვში ამბროლაურიდან ამოვიდა ბენდი Aღთ NEჭ, საოჯახო სასტუმროებში ფული შევიდა, გაჩნდა სურვილი, რომ ბევრმა ადამიანმა იმუშაოს რეგიონში. ერთ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს მომავალ წელს ფესტივალში ინვესტიციად 5.000 დოლარი ჩადოს. ამიერიდან თოვლის ფესტივალი ყოველ წელიწადს გაიმართება.

- რა შესთავაზეთ სტუმრებს?

- მაგალითად, ავტომობილებით შეჯიბრება, მაგრამ წინადღეს გაწმენდილი გზა მეორე დღეს თოვლმა ისევ დაფარა, ვეღარ მოვახერხეთ.G ფრენბურთიც ვითამაშეთ. აქაურები ყიდდნენ რაჭულ ქუდებს, ტკბილეულს, ლორს, ხვანჭკარას. საპატრულო პოლიცია ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ფესტივალის გამართვაში.

იმ დღეს რაჭა თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და გორიდან ჩამოსულებს მასპინძლ­ო­ბდა. იმ ორი ლამაზი დღის განმავლობაში­ თოვა არ გაჩერებ­ულა, გვათოვდა და გვათოვდა... რაჭული სიმღერებით შევხვდით ძველით ახალ წელს, გავუშვით ფრანები, იყო ფეიერვერკები და რაც მთავარია, გამოცოცხლებული რაჭა.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები