"კონტაქტს ამყარებდა ოჯახთან, ღამ-ღამობით აშინებდა - თიშავდა მათ"- რას ყვება ქართველი უფოლოგი უცხოპლანეტელებზე? - კვირის პალიტრა

"კონტაქტს ამყარებდა ოჯახთან, ღამ-ღამობით აშინებდა - თიშავდა მათ"- რას ყვება ქართველი უფოლოგი უცხოპლანეტელებზე?

უცხოპლანეტელი, არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელი, ჰუმანოიდური არსება, უმეტესად მწვანე ან რუხი ფერის ადამიანის მსგავსი - ასეთია ამოუცნობი მფრინავი ობიექტის განმარტება.

გარკვეული წარმოდგენით, ის ისეთი ცივილიზაციის წარმომადგენელია, რომელიც ადამიანებს ტექნოლოგიური განვითარებით წინ უსწრებს. ამავე წარმოდგენით, უცხოპლანეტელი კოსმოსური მოგზაურია ან ამა თუ იმ პლანეტის მაცხოვრებლი, რომელიც კოსმოსური ხომალდით ხალხს იტაცებს და ადამიანებთან კონტაქტში შედის. ბოლო დროს, ამ არსებების საქართველოში გამოჩენა გახშირა. როდის აქტიურდებიან ისინი და რასთან გვაქს საქმე

AMBEBI.GE თემასთან დაკავშირებით უფოლოგს, ერეკლე შონიას ესაუბრა.

- თუ დედამიწაზე სხვა სამყაროების არსებობას იმ ფორმით ვუშვებთ, რომ ისინი, ვისაც ჩვენი მოსახლეობა საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახით ხედავს, სხვა სამყაროდან მოსულები არიან და უკვე ხანგრძლივად გვაკვირდებიან, მათ ერთმანეთთან აქვთ თანამშრომლობა, ურთიერთობა, კომუნიკაცია, მაშინ მათთან მოქცევაც უნდა ვისწავლოთ.

ვინაიდან, ჩვენ სპეციალისტები ამას დიდი ხანია ვუშვებთ, შესაბამისად, გარკვეულ დაკვირვებას ვაწარმოებთ. ეს არსებები აქტიურდებიან მაშინ, როდესაც ჩვენთან გარკვეული საზოგადოებრივი, სოციალური, გეოფიზიკური ცვლილებების პერიოდია, როცა დედამიწის პლასტებია გააქტიურებული და სხვადასხვაგვარი გეოფიზიკური მოვლენები ხდება. ასევე ისტორიული ციკლის განმეორებკსა და გააქტიურების პერიოდში 30-წლიანი, 80-100-წლიანი ციკლების დროსაც. ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხედავს უცნაურ მოვლენებს, საფრენ აპარატებს, ხომალდებს, არსებებს, ობიექტებს, მათთან კონტაქტს ამყარებს, ამოუცნობი ობიექტები ადამიანებთან შედიან სახლებში, უცნაური ქცევით გამოირჩევიან, მიაქვთ ტკბილეულობა, მცირე ელექტრომოწყობილობები - ტელეფონის დამტენი ა.შ.

- როგორც ისინი ყვებიან, ზოგჯერ უხილვები არიან, ზოგჯერ - ხილულები, - ეს რაზეა დამოკიდებული?

- პარანორმალური მოვლენების კვლევისას, უფოლოგიაში დადგენილია, რომ 70% როგორც წესი, უხილავი არსებები არიან. მაგრამ ბოლო წლებში ადამიანების უმეტესობა მონათხრობში აღწერს სრულიად ფიზიკურ არსებებს, რომელთა გააქტიურება 2009 წლიდან ინტენსიურად შეიმჩნევა, რაზეც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოსული შეტყობინებები მეტყველებს.

მოსახლეობა პერიოდულობით რეკავს, გვიყვება, გვწერს, რომ ნახა ხან ადამიანის, ან ცხოველის მსგავსი არსება. ყვებიან მათ ნამოქმედარზე, მათი ტექნიკური საშუალებების შესახებ (დაწყებული ხელში რა უჭირავთ იქიდან, დამთავრებული როგორ გადაადგილდებიან). თუმცა როგორც ვთქვით, უმეტესად უხილავები არიან. აქვთ დიდი ენერგია, მეტად განვითარებულები არიან. თუმცა როდესაც ამა თუ იმ ოჯახს სტუმრობენ, ოჯახის ყველა წევრს არ შეუძლია მათი ნახვა და მათთან კონტაქტი.

- როგორც თვითმხილველთა მონაყოლიდან ირკვევა, არიან მართლაც ძალიან სწრაფები.

- კი, გამოირჩევიან სისწრაფით, მოძრაობის ტრაექტორიით, შეუძლიათ ღობეებზე, სახურავებზე ხტომა ა.შ. ისინი კონტაქტობენ არა მარტო ადამიანებთან, ცხოველთა სამყაროსთან და მათზე ზემოქმედებას ახდენენ. შეუძლიათ, მაგალითად, გათიშონ ძაღლი. ან ისეთ მდგომარეობაში ჩააყენონ, წკმუტუნი, ტირილი დაიწყონს..

- ზიანი თუ მიუყენებიათ ვინმესთვის?

- იყო შემთხვევა, როცა ადამიანს ქვის სროლით მცირე ზიანი მიაყენეს, ფეხი ატკინეს, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა, მაგრამ კვლევების ისტორიაში გვაქვს აღწერილი ფაქტები, როცა ადამიანებს ოპერაცია გაუკეთეს. ამას მათ ტანის სხვადასხვა ადგილზე არსებული იარა ადასტურებს. იმდენი ოპერაციაა ჩატარებული, რომ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: ზოგი საინფორმაციო ხასიათისაა, ზოგი - სამკურნალო. იყო კუჭის რეზექციის ოპერაცია, ტრეპანაციის ფაქტები, გულის კუნთის ოპერაცია და ა.შ.

- ე.ი. იარები იძლევა ინფორმაციას, თუ რა მიზნით გაკეთდა თითოეული ოპერაცია?

- დიახ და შემდეგ უკვე დინამიკაში ჩანს ადამიანების გამოჯანმრთელება, როგორც ირკვევა, მათ ის ოპერაციული ჩარევა სჭირდებოდათ.

- გამოდის, ოჯახებს და ხალხს გარკვეული ენერგეტიკული ნიშნით ირჩეევენ.

- 2016 წელს როცა ერთ რეგიონს ვიკვლევდით, სადაც ასეთი მოვლენების აქტივიზაცია ხდებოდა, იყო ასეთი ფაქტი - არსება კონტაქტს ამყარებდა ერთ-ერთ ოჯახთან, ღამ-ღამობით აშინებდა - ფანჯარასთან დგებოდა, თვალებით ანათებდა და ამ ფორმით რამდენიმე წუთის განმავლობაში თიშავდა მათ. როგორც მერე გაირკვა, ერთ-ერთ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა - ტუბერკულოზი სჭირდა, ერთ-ერთს - სიმსივნე, მეორეს - ეპილეფსია. ამ კონტაქტის შემდეგ კი ამბობდნენ, რომ თითოეული ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა, იმუნიტეტი გაუძლიერდა. ასე რომ, მათ დედამიწაზე გამოჩენას, მთლად უარყოფითად ვერ შევაფასებთ. განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ასევე: საქართველოში გააქტიურებული არამიწიერი არსებები