"ჩვენ ცოცხლები ვართ!"
"ჩვენ ცოცხლები ვართ!"
უმუშევრად დარჩენილმა ჯიმიმ მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. ერთხელ მშენებარე კორპუსის მეათე სართულზე ისეთი ნომერი ჩაატარა, "პრარაბს" გული წაუვიდა - სახურავზე სამლიტრიან ქილაზე თავით დადგა და ამწე მოითხოვა, თუ არ მომიყვანთ, ამ "ბანკიდან" არ ჩამოვალო! ამწე რომ მიუყვანეს, ცალი ხელით დაეკიდა, მერე ეს ხელი ჰაერში გაუშვა და მეორე ჩაუნაცვლა. "პრარაბი" გონს რომ მოვიდა, უთხრა, არა, ძმაო, ამას მეორეჯერ ვერ ავიტან, სანამ მომკლავდე, წადიო და გამოისტუმრეს

ცირკი - ზღაპარი, რომელიც ჩვენი ბავშვობის ფერად
სიზმრებად ქცეულა და ცხოვრება დიდობაშიც გაუფერადებია! სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს უკვე 25 წელია ეს ზღაპარი აღარ აქვთ - ქართული ცირკი აღარ არსებობს. არის მხოლოდ უცხოური ცირკის საახალწლო გასტროლები, სადაც, ცხადია, ყველა ვერ მივა, თუნდაც ბილეთის ფასის გ
ამო - ბოლო დროს ცირკის ბილეთების ფასი 25 ლარამდე ავიდა. ამ დროს, ერთი ქართული ფილმისა არ იყოს, რომლის გმირი სასოწარკვეთილი ამტკიცებს, პაპუნა ოქრომჭედელი ცოცხალიაო, ლეგენდარული ქართული ცირკი ცოცხალია, თანაც 60-კაციანი კოლექტივი! მათ შორის რამდენიმე მათგანს: გოჩა ხარატიშვილს, ოლეგ თავაძეს, დავით პატარაიასა და გიორგი მაკარიძეს შევხვდით და იმ ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ, რატომ წაართვეს ქართველ ბავშვებს ქართული ცირკი.

გოჩა ხარატიშვილი, საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე:
- კითხვა, თუ ცოცხლები იყავით, აქამდე სად ხართო, ნამდვილად ბევრს გაუჩნდება, ცირკი ცოცხალია, ოღონდ შენობის გარეშეა დარჩენილი.
ქართული ცირკის ჩამოშლა 90-იან წლებში დაიწყო, როცა ცირკის შენობაში­ აღარც გათბობა იყო, აღარც შუქი და ბავშვებიც აღარავის მოჰყავდა. მერე და მერე შენობა ისე დაზიანდა, რომ წარმოდგენებისას ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა­.…ბოლოს ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა და გაარემონტა. დღემდე იქ მხოლოდ უცხოელთა გასტროლები იმართება.

იმ წლებმა ქართველ მსახიობებს ორი არჩევანი დაუტოვა:
ან უცხოეთში მიპატიჟებას უნდა დასთანხმებოდნენ, ან სკოლებსა და ბაღებში ევლოთ წარმოდგენების ჩასატარებლად, რასაკვირველია, უმცირეს გასამრჯელოდ! აი, ასე ვაგრძელებდით არსებობას, მაგრამ ერთხელაც რომელიღაც პარლამენტარს "გაუქროლა" თავში, სკოლებში წარმოდგენების გამართვას კორუფციის სუნი ასდისო და სკოლებში შესვლა აგვიკრძალეს!
ოლეგ თავაძე, სახალხო არტისტი: - ამან მძიმე დღეში ჩაგვაგდო, ისეთებიც­ იყვნენ, რომლებიც შიმშილობდნენ. მაგალითად, ქართული ცირკის ლეგენდა, ედუარდ ფარსადანაშვილი, მეტსახელად "შიკე", რომელსაც ცირკის შენობის გარდა, ჭერი არ Hჰქონდა და იქ იყო თავშეფარებული, იქვე უპატრონოდ გარდაიცვალა, რამდენიმე დღის მკვდარი დამლაგებელმა იპოვა...

დედამიწაზე მართლაც ძნელია დაასახელო ქვეყანა, სადაც ქართული ცირკი არ ყოფილა, მაყურებელი ფეხზე წამომდგარი გვიკრავდა ტაშს. ჩინელებს ხომ საცირკო ხელოვნებით ვერავინ შეედრება, მაგრამ ისინიც კი აღფრთოვანებული იყვნენ. ჩვენ ისეთი ნომრები გვქონდა, რომელთა შესრულებას დღემდეც ვერ მიაღწიეს. ქართულ ცირკში ჯირითობდა ნანა მელქაძე, რომელმაც მსოფლიოში პირველმა შექმნა ქალ მოჯირითეთა დასი და რომელიც გაჭენებულ ცხენზე სასწაულებს სჩადიოდა, ახლა კი ლოგინად ჩავარდნილი აღარავის ახსოვს. ჯიმი ჩხაიძეც მსოფლიოში პირველი მსახიობი იყო, რომელმაც ჰაერში გაჭიმულ მავთულზე შემოდებულ სფეროზე­ გაიარა - სფეროს ფეხებით მიაგორებდა სიმაღლისკენ. მოგვიანებით ამ სფეროზე ჯიმისთან ერთად კიდევ ორი კაცი დადგა...…ეს ნომერი ყველა გასტროლის სენსაცია იყო...

უმუშევრად დარჩენილმა ჯიმიმ სხვა საქმე რომ ვერ იშოვა, მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. ერთხელ მშენებარე კორპუსის მეათე სართულზე ისეთი ნომერი ჩაატარა, "პრარაბს" გული წაუვიდა - სახურავზე სამლიტრიან ქილაზე თავით დადგა და ამწე მოითხოვა, თუ არ მომიყვანთ, ამ "ბანკიდან" არ ჩამოვალო! ამწე რომ მიუყვანეს, ცალი ხელით დაეკიდა, მერე ეს ხელი ჰაერში გაუშვა და მეორე ჩაუნაცვლა. "პრარაბი" გონს რომ მოვიდა, უთხრა, არა, ძმაო, ამას მეორეჯერ ვერ ავიტან, სანამ მომკლავდე, წადიო და გამოისტუმრეს.

- გინდა თუ არა, ასეთი ამბის მოსმენისას გეცინება.

- ამიტომ ვარსებობთ ცირკის მსახიობები. ჯამბაზი გულში ტირის ხოლმე, მაგრამ ბავშვებს აცინებს. დღეს კი ჩვენი ბავშვები ამ ბედნიერებას მოკლებული არიან.
ბაღებში წარმოდგენებს 4 ლარად ვატარებთ და მასში მთელ სულსა და გულს ვდებთ. მაღალმთიან სოფლებში, სადაც სკოლებში 3-4 ბავშვია, უსასყიდლოდ ვატარებთ წარმოდგენებს. მასწავლებლებს ცრემლით ევსებათ თვალები - რომ არ მოსულიყავით, ჩვენი ბავშვები ისე გაიზრდებოდნენ, ცირკს ვერასოდეს ნახავდნენო. ასე რატომ უნდა ვიყოთ, როცა ჩვენ ცოცხლები ვართ!
ამ დროს ჩვენი მსახიობები უცხოეთში იხარჯებიან. მაგალითად, ჩვენი "კაცი-კაუჩუკი", დათო პატარაია, რომელიც 50-სანტიმეტრიან კვადრატში მოკეცილი ეტევა, 12 წელიწადი მუშაობდა თურქეთში.

- როგორ არსებობთ?..

- ცირკის სიყვარულით, მას ვერ მოშორდები. ერთმანეთის ბინებში ქანცის გაწყვეტამდე ვვარჯიშობთ! მარტო ახალგაზრდები კი არა, 85 წლის მსახიობიც გვყავს, რომელმაც ცნობილი უხელებო დადეშქQელიანის გარდაცვალების შემდეგ თქვა, აწი მე ვიმუშავებ ფეხებითო და დღემდე ფეხით წერს.
ახალგაზრდა მსახიობები მაინც გვემატებიან, ვავარჯიშებთ, ვასწავლით და მერე უცხოეთში მიდიან. მე თავადაც ვიშვილე მეშვიდე შვილად პატარა ახალციხელი ბიჭი, ლაშა ალელიშვილი და ჯამბაზად გავზ­არდე. მსახიობმა ომი არ იცის, ხელისუფლებას მისი არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს. ახლა სწორედ ამ ახალგაზრდებმა დაიწყეს ბრძოლა ქართული ცირკის გადასარჩენად და კიდევ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ცირკი არასოდეს უნახავთ.
"ან შენობა მოგვცენ, ან სკოლებსა და ბაღებში შეგვიშვან. ცირკი კორუფცია არ არის, ხელისუფლებამ ნამდვილ კორუფციას მოუაროს და ცირკი არაფერს დაუშავებს!" - ამ მოთხოვნებით იშიმშილა ჩვენმა­ გიორგი მაკარიძემ სახალხო დამცველის ოფისის წინ ათი დღე.

სადაც მივედით, ყველა იმას გვეუბნება, "ზევით" მიმართეთო. გაგვაგებინონ, ეს "ზევით" სადღაა. ჩვენი ამბავი ხელისუფლებაში ლამის ყველამ იცის და ზოგი დაგვცინის, არ გაგვაგიჟოთ, რა ცირკი გინდათ, სულ ცირკი არ არის გარშემოო! ამის მთქმელს არც თავად უვარგოდა ბავშვობა და არც სხვას ახარებს.
განა რას ვითხოვთ ისეთს, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას არ შეუძლია! პატარკაციშვილის ოჯახი უკვე ცირკის შენობასაც ყიდის და ამიერიდან იქ რა წარმოდგენები გაიმართება, არავინ იცის. თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ბრძოლა დავიწყეთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს, იმ ბედნიერებას მაინც დავაბრუნებთ, რასაც ქართული ცირკი ჰქვია.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები