"აქ უყვართ საქართველო, მასზე ფიქრობენ და ოცნებობენ" - ქართული სამრევლო კოდიაკზე და ალასკელთა შესრულებული "მრავალჟამიერი" - კვირის პალიტრა

"აქ უყვართ საქართველო, მასზე ფიქრობენ და ოცნებობენ" - ქართული სამრევლო კოდიაკზე და ალასკელთა შესრულებული "მრავალჟამიერი"

კუნძული კოდიაკი, ალასკის შტატის სამხრეთით მდებარეობს, იგი სიდიდით არქიპელაგის უდიდესი კუნძულია, მეორეა ამერიკაში და ორმოცდამეათე მსოფლიოში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ალუტიკები არიან, რომლებსაც ხშირად ესკიმოსებადაც მოიხსენებენ. კუნძულის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა თევზაობა, ნადირობა და ხე-ტყის დამზადებაა, ასევე, ისტორიულად მათი საქმიანობა იყო ვეშაპებზე ნადირობა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებლები არიან. ეს მხარე მოაქცია და გაანათლა წმინდა გერმანე ალასკელმა. მისი უხრწნელი სხეული ამ კუნძულის ერთ-ერთ ტაძარშია დასვენებული, რომელიც ამერიკის ავტოკეფალურ ეკლესიას მიეკუთვნება.

ამ შორეულ კუნძულზე ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წმინდა იოანე სან ფრანცისკოელის სახელობის სამრევლოა დაფუძნებული, სადაც რამდენიმე წელია მოღვაწეობს დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე. მამა კონსტანტინეს ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით. მისი თქმით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია 2009 წელს შეიქმნა, მისი პირველი მმართველი მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) იყო, ამჟამად ეპარქიის მმართველია მეუფე საბა (ინწკირველი).

აღსანიშნავია, რომ პირველი ქართველი სასულიერო პირი ალასკის შტატში მამა იასონ კაპანაძე იყო. მას აქ, როგორც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფ სასულიერო პირს ისე არ უმსახურია. იგი საქართველოდან რუს ეპისკოპოსს წამოჰყვა და რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მსახურებდა.

იასონ კაპანაძემ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა 1894 წელს მიატოვა და ამერიკაში გამოემგზავრა. 1895 წლის 1-ლ დეკემბერს ალეუტის ეპარქიის, აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1897 წლის 19 ივლისს ალეუტისა და ალასკის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ზიოროვი) დიაკვნად აკურთხა და მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი. ის მალევე გადაიყვანეს პენსილვანიის შტატში, სადაც 1961 წელს ავტოავარიით გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. აღსანიშნავია, რომ მისი შვილიშვილი, მამა იასონ კაპანაძე სასულიერო პირია და ნიუ იორკში მსახურობს.

მამა კონსტანტინე პაიჭაძე:

- სამრევლო, სადაც ამჟამად ვმსახურობ, 1998 წელს, ბულგარეთის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ შეიქმნა. მასთან ერთად დაარსდა წმინდა ინოკენტის სახელობის აკადემია. ყოველივე ამის შემქმნელი და დღემდე სულის ჩამდგმელი, როგორც აქ სიყვარულით ეძახიან "ბატუშკა" პაისი დე ლუჩიაა. იგი იტალიური წარმოშობის ამერიკელია. მასთან ერთად არნახულ შრომას და ღვაწლს ეწევა მისი მეუღლე "მატუშკა" მარია. მთელი ოჯახი უზომოდაა საქართველოზე შეყვარებული. ისინი, თავიანთ ქალიშვილებთან და სამრევლოსთან ერთად, საქართველოში რამდენჯერმე იყვნენ. ანტონინა და მელანიამ ქართულიც იციან. ამასთანავე, იციან ქართული და კუთხური, მეგრული სიმღერები, რომლებსაც შეუდარებელი პროფესიონალიზმით ასრულებენ. საქართველოსადმი მათი სიყვარულის შედეგია, რომ 2015 წელს, ბულგარეთის ეკლესიასთან გამოყოფის შემდეგ საქართველოს ეკლესია აირჩიეს. მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით, მათი ეს სურვილი აღსრულდა. ისინი შეუერთთდენ საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას.

საინტერესოა აქაური სამრევლოს ცხოვრება. აქ ახალგაზრდები მოდიან ქვეყნის ყოველი შტატიდან, ამ სოფლის საცდურისაგან თავის დასაღწევად. ისინი ირჩევენ ქრისტეს გზას სულის გადასარჩენად. მოდიან ამ სოფლის ყოველ სიამეთა დასატოვებლად და რჩებიან კუნძულზე საცხოვრებლად. ისინი წმინდა ინოკენტის აკადემიის წევრობასთან ერთად ხდებიან დიდი და საერთო ოჯახის წევრები. ისინი მუშაობენ სხვადასხვა საქმეებზე და ქმნიან ერთიან ბიუჯეტს, რომლითაც არსებობს სამრევლო. საჭიროების მიხედვით თანხა ნაწილდება ყველაზე და ყველაფერზე. ეს არის პირველი ქრისტიანული თემის პრინციპზე მოწყობილი სამრევლო.

- როგორია სამრევლოს ერთი ჩვეულებრივი კვირა დღე?

- დილით 8:30 სთ-ზე ვიწყებთ ღვთისმსახურებას. მიუხედავად იმისა, რომ 10 000 მაცხოვრებლიან კუნძულზე ერთადერთი ქართველი ვარ, ღვთისმსახურება ქართულ-ინგლისურ ენაზე აღესრულება. შემდეგ მთელი სამრევლო ერთად ვტრაპეზობთ, სადაც დღის საკითხავების შემდეგ ხდება წაკითხულის განხილვა და კვირის განმავლობაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე, სამრევლოს წევრთა თხოვნით ხდება მთელი კვირის განმავლობაში მოსახსენებელის შედგენა.

ისინი ასახელებენ კონკრეტული პიროვნების სახელს მოსახსენებელში ჩასაწერად და თან განმარტავენ, თუ რა სახის დახმარებას საჭიროებს ის, ანუ რისთვის ავედრებენ მას უფალს. შემდეგ, მივდივართ უმეტესად საავადმყოფოებში, მოხუცებულთა სახლებში. მოაქვთ მუსიკალური ინსტრუმენტები და კონცერტებს ვმართავთ ავადმყოფებისა და მოხუცებულებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამდენი და ასეთი მუსიკალური ხალხი ერთად არასდროს მინახავს, მით უფრო, ქართველისთვის ალბათ, არ უნდა იყოს ეს გასაკვირი, მაგრამ, რაც ამ მხრივ აქ ხდება, ნამდვილად მაოცებს. შესანიშნავად ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებს. საღამოობით უყურებენ ფილმებს საქართველოზე, კონცერტებს ქართული ანსამბლების შესრულებით. ძალიან ხშირია ქართული საღამოები. დღესასწაულებზე აკეთენენ ქართულ კერძებს.

მათი თვისებებიდან გამოვყოფ, თუ როგორ მოდიან საღმრთო ლიტურგიაზე. მიუხედავად დღესასწაულის სიდიდისა, მათი ჩაცმულობა მუდამ თვალშისაცემია. მიხვდები, რომ დღესასწაულზე მიდიან. არასდროს მოდიან სპორტულად ჩაცმულები, დიდ-პატარიანად სადღესასწაულოდ, ბაფთა-ჰალსტუხებით და პიჯაკებით. მიუხედავად იმისა, რომ ლიტურგიას, მინიმუმ, 10-15 მცირეწლოვანი ბავშვი მუდმივად ესწრება, არასდროს ისმის ტაძარში მათი ხმა. სულ პატარაობიდანვე აჩვევენ ტაძარში მოქცევის წესებს და სიწმიდეებისადმი მოკრძალება - პატივისცემას. ამას ბავშვები შესაშური მონდომებით და სიყვარულით ასრულებენ.

თუკი აკადემიის წევრები გადაწყვეტენ დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი, მათ ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ურთიერთ სიახლოვით უკეთ შეისწავლონ ერთმანეთი. გარდა ფიზიკური სიახლოვისა, როგორც საქორწინოდ დანიშნულებს, უფლება აქვთ, დღის უმეტესი ნაწილი ერთად გაატარონ, ერთად აკეთონ სამორჩილო საქმეები და ასე აგრძელებენ ქორწინებამდე. ჯვრისწერამდე ერთიანი ძალებით მათთვის აშენებენ საცხოვრებელ სახლებს, სადაც ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად გადადიან. არცერთ მათგანს სახლში არ აქვს ტელევიზორი. ასეთი კი აქ თხუთმეტამდე ოჯახია. მათი ერთმანეთის კარგად გაცნობა და შესწავლაა მიზეზი იმისა, რომ ეს ოჯახები მტკიცეა და ამასთანავე მრავალშვილიანი.

- სად იღებენ ბავშვები განათლებას?

- დაწყებით განათლებას სამრევლოს მიერ დაარსებულ სკოლაში, სადაც, ძირითადად, საბაზო საგნებს "ბატუშკა" პაისი და "მატუშკა" მარია ასწავლიან. მათ ამისთვის მიღებული აქვთ შტატის საგანმანათლებლო სამსახურის სერტიფიკატი. ასევე, აკრედიტირებულია საკუთრივ სკოლაც.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კუნძულ კოდიაკზე არსებული წმიდა იოანე სან ფრანცისკოელის ეკლესიისა და წმიდა ინოკენტის სახელობის აკადემიის სამრევლო ნამდვილი სულიერი ოაზისია ამ შუაგულ ოკეანეში მათთვის, ვინც განიზრახა განერიდოს ამქვეყნის საცდურს და ქრისტეში ჰპოვოს სულის ხსნა და გადარჩენა. მახარებს ის, რომ ყოველდღიურად გაისმის ქართულ ენაზე აღვლენილი ლოცვა-გალობა. უყვართ საქართველო, მასზე ფიქრობენ და ოცნებობენ ადამიანები, რომელთა უმეტესმა ნაწილმა მხოლოდ რუკაზე იცის მისი მდებარეობა.

თეა ცაგურიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო

1024x768

10 000 მაცხოვრებლიან კუნძულზე ერთადერთი ქართველი ვარ, სადაც ღვთისმსახურება ქართულ-ინგლისურ ენაზე აღესრულება

შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ ალასკის შტატის სამხრეთით მდებარე კუნძულ კოდიაკში ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წმინდა იოანე სან ფრანცისკოელის სახელობის სამრევლოა დაფუძნებული. კუნძული კოდიაკი, ალასკის შტატის სამხრეთით მდებარეობს, იგი სიდიდით არქიპელაგის უდიდესი კუნძულია, მეორეა ამერიკაში და ორმოცდამეათე მსოფლიოში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ალუტიკები არიან, რომლებსაც ხშირად ესკიმოსებადაც მოიხსენებენ. კუნძულის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა თევზაობა, ნადირობა და ხე-ტყის დამზადებაა, ასევე, ისტორიულად მათი საქმიანობა იყო ვეშაპებზე ნადირობა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებლები არიან. ეს მხარე მოაქცია და გაანათლა წმინდა გერმანე ალასკელმა. მისი უხრწნელი სხეული ამ კუნძულის ერთ-ერთ ტაძარშია დასვენებული, რომელიც ამერიკის ავტოკეფალურ ეკლესიას მიეკუთვნება. ხსენებულ სამრევლოში რამდენიმე წელია მოღვაწეობა დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე. მამა კონსატინტეს ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით. მისი თქმით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია 2009 წელს შეიქმნა, მისი პირველი მმართველი მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) იყო, ამჟამად ეპარქიის მმართველია მეუფე საბა(ინწკირველი). აღნსანიშნაია, რომ პირველი ქართველი სასულიერო პირი ალასკის შტატში მამა იასონ კაპანაძე იყო. მას აქ, როგორც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფ სასულიერო პირს ისე არ უმსახურია. იგი საქართველოდან რუს ეპისკოპოსს წამოყვა და რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მსახურებდა.

იასონ კაპანაძემ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა 1894 წელს მიატოვა და ამერიკაში გამოემგზავრა. 1895 წლის 1 დეკემბერს ალეუტის ეპარქიის, აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1897 წლის 19 ივლისს ალეუტისა და ალასკის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ზიოროვი) დიაკვნად აკურთხა და მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი. ის მალევე გადაიყვანეს პენსილვანიის შტატში, სადაც 1961 წელს ავტოავარიით გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. აღსანიშნავია, რომ მისი შვილიშვილი, მამა იასონ კაპანაძე სასულიერო პირია და ნიუ იორკში მსახურობს (ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ საპ.უწყ. 2015 . #27).

***

მამა კონსტანტინე პაიჭაძე:

სამრევლო, სადაც ამჟამად ვმსახურობ, 1998 წელს, ბულგარეთის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ შეიქმნა. მასთან ერთად დაარსდა წმინდა ინოკენტის სახელობის აკადემია. ყოველივე ამის შემქმნელი და დღემდე სულის ჩამდგმელი, როგორც აქ სიყვარულით ეძახიან ,,ბატუშკაპაისი დე ლუჩიაა. იგი იტალიური წარმოშობის ამერიკელია. მასთან ერთად არნახულ შრომას და ღვაწლს ეწევა მისი მეუღლე ,,მატუშკამარია. მთელი ოჯახი უზომოდაა საქართველოზე შეყვარებული. ისინი თავიანთ ქალიშვილებთან და სამრევლოსთან ერთად, საქართველოში რამდენჯერმე იყვნენ. ანტონინა და მელანიამ ქართულიც იციან. ამასთანავე იციან ქართული და კუთხური, მეგრული სიმღერები, რომლებსაც შეუდარებელი პროფესიონალიზმით ასრულებენ. საქართველოსადმი მათი სიყვარულის შედეგია, რომ 2015 წელს, ბულგარეთის ეკლესიასთან გამოყოფის შემდეგ საქართველოს ეკლესია აირჩიეს. მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით, მათი ეს სურვილი აღსრულდა. ისინი შეუერთთდენ საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას.

საინტერესოა აქაური სამრევლოს ცხოვრება. აქ ახალგაზრდები მოდიან ქვეყნის ყოველი შტატიდან, ამ სოფლის საცდურისაგან თავის დასაღწევად. ისინი ირჩევენ ქრისტეს გზას სულის გადასარჩენად. მოდიან ამ სოფლის ყოველ სიამეთა დასატოვებლად და რჩებიან კუნძულზე საცხოვრებლად. ისინი წმინდა ინოკენტის აკადემიის წევრობასთან ერთად ხდებიან დიდი და საერთო ოჯახის წევრები. ისინი მუშაობენ სხვადასხვა საქმეებზე და ქმნიან ერთიან ბიუჯეტს, რომლითაც არსებობს სამრევლო. საჭიროების მიხედვით თანხა ნაწილდება ყველაზე და ყველაფერზე. ეს არის პირველი ქრისტიანული თემის პრინციპზე მოწყობილი სამრევლო.

- როგორია სამრევლოს ერთი ჩვეულებრივი კვირა დღე?

- დილით 8:30 სთ-ზე ვიწყებთ ღვთისმსახურებას. მიუხედავად იმისა, რომ 10 000 მაცხოვრებლიან კუნძულზე ერთადერთი ქართველი ვარ, ღვთისმსახურება ქართულ-ინგლისურ ენაზე აღესრულება. შემდეგ მთელი სამრევლო ერთად ვტრაპეზობთ, სადაც დღის საკითხავების შემდეგ ხდება წაკითხულის განხილვა და კვირის განმავლობაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე, სამრევლოს წევრთა თხოვნით ხდება მთელი კვირის განმავლობაში მოსახსენებელის შედგენა.

ისინი ასახელებენ კონკრეტული პიროვნების სახელს მოსახსენებელში ჩასაწერად და თან განმარტავენ, თუ რა სახის დახმარებას საჭიროებს ის, ანუ რისთვის ავედრებენ მას უფალს. შემდეგ, მივდივართ უმეტესად საავადმყოფოებში, მოხუცებულთა სახლებში. მოაქვთ მუსიკალური ინსტრუმენტები და კონცერტებს ვმართავთ ავადმყოფებისა და მოხუცებულებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამდენი და ასეთი მუსიკალური ხალხი ერთად არასდროს მინახავს, მით უფრო, ქართველისთვის ალბათ, არ უნდა იყოს ეს გასაკვირი, მაგრამ, რაც ამ მხრივ აქ ხდება, ნამდვილად მაოცებს. შესანიშნავად ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებს. საღამოობით უყურებენ ფილმებს საქართველოზე, კონცერტებს ქართული ანსამბლების შესრულებით. ძალიან ხშირია ქართული საღამოები. დღესასწაულებზე აკეთენენ ქართულ კერძებს.

მათი თვისებებიდან გამოვყოფ, თუ როგორ მოდიან საღმრთო ლიტურგიაზე. მიუხედავად დღესასწაულის სიდიდისა, ყოველთვის მოდიან და მათი ჩაცმულობა მუდამ თვალშისაცემია. მიხვდები, რომ დღესასწაულზე მიდიან. არასდროს მოდიან სპორტულად ჩაცმულები, დიდ-პატარიანად სადღესასწაულოდ, ბაფთა-ჰალსტუხებით და პიჯაკებით. მიუხედავად იმისა, რომ ლიტურგიას, მინიმუმ, 10-15 მცირეწლოვანი ბავშვი მუდმივად ესწრება, არასდროს ისმის ტაძარში მათი ხმა. სულ პატარაობიდანვე აჩვევენ ტაძარში მოქცევის წესებს და სიწმიდეებისადმი მოკრძალება -პატივისცემას. ამას ბავშვები შესაშური მონდომებით და სიყვარულით ასრულებენ.

თუკი აკადემიის წევრები გადაწყვეტენ დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი, მათ ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ურთიერთ სიახლოვით უკეთ შეისწავლონ ერთმანეთი. გარდა ფიზიკური სიახლოვისა, როგორც საქორწინოდ დანიშნულებს, უფლება აქვთ, დღის უმეტესი ნაწილი ერთად გაატარონ, ერთად აკეთონ სამორჩილო საქმეები და ასე აგრძელებენ ქორწინებემდე. ჯვრისწერამდე ერთიანი ძალებით მათთვის აშენებენ საცხოვრებელ სახლებს, სადაც ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად გადადიან. არცერთ მათგანს სახლში არ აქვს ტელევიზორი. ასეთი კი აქ თხუთმეტამდე ოჯახია. მათი ერთმანეთის კარგად გაცნობა და შესწავლაა მიზეზი იმისა, რომ ეს ოჯახები მტკიცეა და ამასთანავე მრავალშვილიანი.

-სად იღებენ ბავშვები განათლებას?

- დაწყებით განათლებას სამრევლოს მიერ დაარსებულ სკოლაში, სადაც, ძირითადად, საბაზო საგნებს ,,ბატუშკაპაისი და ,,მატუშკამარია ასწავლიან. მათ ამისთვის მიღებული აქვთ შტატის საგანმანათლებლო სამსახურის სერტიფიკატი. ასევე, აკრედიტირებულია საკუთრივ სკოლაც.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კუნძულ კოდიაკზე არსებული წმიდა იოანე სან ფრანცისკოელის ეკლესიისა და წმიდა ინოკენტის სახელობის აკადემიის სამრევლო ნამდვილი სულიერი ოაზისია ამ შუაგულ ოკეანეში მათთვის, ვინც განიზრახა განერიდოს ამქვეყნის საცდურს და ქრისტეში ჰპოვოს სულის ხსნა და გადარჩენა. მახარებს ის, რომ ყოველდღიურად გაისმის ქართულ ენაზე აღვლენილი ლოცვა-გალობა. უყვართ საქართველო, მასზე ფიქრობენ და ოცნებობენ ადამიანები, რომელთა უმეტესმა ნაწილმა მხოლოდ რუკაზე იცის მისი მდებარეობა.

თეა ცაგურიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE