"მაჭანკალს არავის ვიცნობ, მაგრამ..." - როგორ შეცვალა კლაუს როლმა თამუნა აბშილავას ცხოვრება? - კვირის პალიტრა

"მაჭანკალს არავის ვიცნობ, მაგრამ..." - როგორ შეცვალა კლაუს როლმა თამუნა აბშილავას ცხოვრება?

მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა. ის ამჟამად სენაკის თეატრში თამაშობს, სერიალში კასტინგის გზით მოხვდა. შემდეგ კი გადაიღეს ფილმში, რომელიც შინდისის გმირებს ეძღვნება. გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მისი ინტერვიუდან:

"ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენამ და კლაუს როლმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. სერიალში პარიკი მიკეთია, თმა იმდენად მოკლედ მქონდა, ვერ ვითამაშებდი. ამიტომ ქუჩაში ხშირად ვერ მცნობენ. სერიალს სულ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. მიხარია ამ შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობის შესაძლებლობა რომ მომეცა. ვთვლი, ჩემი და ნანუკას, ანუ კლაუსა და დოჩის ტანდემი წარმატებით შედგა. ამაში ნანუკა ძალიან დამეხმარა..."

"მაჭანკალს არავის ვიცნობ, მაგრამ დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს გააცნო ოჯახების საერთო ახლობელმა ქალმა. თავის დროზე, ბებიაჩემმა გადაწყვიტა, რომ მის შვილს ცოლი მოეყვანა. გაიკითხეს, ვინ იყო შესაფერისი და ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ასე გაიცნეს..."

"ვითამაშე ფილმში, რომელიც შინდისის გმირებს ეძღვნება. გადაღება ოქტომბერში დავასრულეთ. პრემიერა სავარაუდოდ აგვისტოში, ომიდან 10 წლისთავზე გაიმართება. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ, ახმედას მეუღლე ვარ. კაცის, რომელმაც რამდენიმე ბიჭი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა, ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოიყვანა, უპატრონა, საკუთარ სახლში შეიფარა, ლამის ოპერაციები გაუკეთა. ეს როლი ია სუხიტაშვილს უნდა შეესრულებინა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო, მე მათამაშეს..."

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 8 თებერვლის ნომერში.

თამუნა კვინიკაძე