იქნება თუ არა ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის სავალდებულო? - რას ამბობენ განათლების სამინისტროში?
იქნება თუ არა ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის სავალდებულო? - რას ამბობენ განათლების სამინისტროში?
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება. უწყება ბოლო დღეებში, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი გახდება და აღნიშნულს "არასწორს" უწოდებს.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს.

შესაბამისად, სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო
ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხოური ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება - ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს. უფრო მეტიც, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს
ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ, თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ", - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"


ვაჟა
14 თებერვალი 2018 10:38
მე5 კლასელმა უნდა აირჩიოს ენა? ვის რა უნდა, ის ენა ისწავლოს? რუსული არის თუ არა უცხო ენა? ახლა ხომ ისწავლება. ხომ არ ჯობია მეორე ენა- , ევროპული- მე7 კლასიდან იყოს? დარჩება რუსული სკოლებში? ერთი კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა ენის სწავლა თუ უნდათ, გაიყოფა კლასი? თუ უმრავლესობის ნებას დაჰყვება სხვა. პარლამენტია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?