"გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც მერიაში დაიდებს ბინას"- კალაძემ მერიაში ლეკვი წაიყვანა - კვირის პალიტრა

"გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც მერიაში დაიდებს ბინას"- კალაძემ მერიაში ლეკვი წაიყვანა

"გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც მერიაში დაიდებს ბინას" - ასე გააცნო ჟურნალიტებს და მერიის თანამშრომლებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი ბინადრი. კალაძე თავშესაფარს სტუმრობდა, საიდანაც მან მერიაში ლეკვი წაიყვანა.

დედაქალაქის მერს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, რას დაარქმევენ ცხოველს, თუმცა თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ ლეკვი იღბლიანია, ამიტომ შესაძლოა მას "ლაქი" დაარქვან.

თბილისის მერმა ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, რომ ცხოველთა მონიტორინგის კუთხით მერია ცვლილებებს გეგმავს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით შესაძლოა, მერიამ დამატებითი ხარჯებიც გაიღოს.

კალაძე ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას თავშესაფარში ჭირის ეპიდემიის არსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

განაგრძეთ კითხვა