წინასწარი ინფორმაციით, ჭავჭავაძეზე დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში, დამწვარია 70 კვადრატული მეტრი ფართობი - კვირის პალიტრა

წინასწარი ინფორმაციით, ჭავჭავაძეზე დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში, დამწვარია 70 კვადრატული მეტრი ფართობი

ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, სტუდქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში, დამწვარია 70 კვადრატული მეტრი ფართობი. უცნობია რამ გამოიწვია აალება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"