ლეილა აბაშიძე ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციაში იმყოფება - კვირის პალიტრა

ლეილა აბაშიძე ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციაში იმყოფება

ლეილა აბაშიძის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელიც თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაშია მოთავსებული, დღეს ექიმთა კონსილიუმი იმსჯელებს მსახიობი ლეილა აბაშიძე თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით, ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ლეილა აბაშიძე კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა, ბოლო ორი დღეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

ოქიტაშვილის ინფორმაციით, კლინიკის მედპერსონალი ლეილა აბაშიძის ოჯახის წევრებთან ერთად კონსილიუმზე დღეს იმსჯელებს.

"დაახლოებით 1 საათის წინ წამოვედი კლინიკიდან. რამდენიმე დღეა იქ იმყოფება. აქვს თავში გაჟონვა. დღეს, 16:00 საათზე შეიკრიბება კონსილიუმი. ექიმებს უნდათ, რომ მოითათბირონ ოჯახის წევრებთან მკურნალობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა მძიმე და რთულია, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გამოიყვანონ ქალბატონი ლეილა მდგომარეობიდან. ახლა ლეილა აბაშიძე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ის ადეკვატურია, რეაგირებს საუბარზე" - აღნიშნა ოქიტაშვილმა.