რუსთავში, სავარაუდოდ შაურმით შვიდი ბავშვი მოიწამლა - კვირის პალიტრა

რუსთავში, სავარაუდოდ შაურმით შვიდი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში საკვები პროდუქტით შვიდი ბავშვის ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, ოთხი ბავშვი საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, სამი კი დღეს დილით.

შვიდივეს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

წინასწარი ინფორმაციით, შვიდივე ბავშვმა რუსთავის ერთ-ერთ საშაურმეში გუშინ შაურმა მიირთვა და ინტოქსიკაციის მიზეზადაც ამას ასახელებენ.