"ბიჭი საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და..." - რა მოხდა თბილისის მე-17 სკოლაში?
"ბიჭი საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და..." - რა მოხდა თბილისის მე-17 სკოლაში?
თბილისის მე-17 სკოლის ფანჯრიდან დაწყებითი კლასის მოსწავლე გადმოხტა. მოზარდი იაშვილის კლინიკიაშია გადაყვანილი.

როგორც იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში თავად ბავშვზე დაყრდნობით აცხადებენ, ბიჭი სკოლის საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და ფანჯრიდან სწორედ ამიტომ გადმოხტა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდს საჯდომის მიდამოებში დაზიანებები აღენიშნება.

"ბავშვი კარგად არის. მოტეხილობები არ აქვს, დაზიანებები აღენიშნება მხოლოდ საჯდომის მიდამოებში. კვლევები ჩაუტარდა. ამჟამად დაკვირვების ქვეშ არის და სავარაუდოდ დღესვე გაიწერება. როგორც ბიჭი
ყვება, სკოლის საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და ფანჯრიდან სწორედ ამიტომ გადმოხტა", - აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში.




MARI
15 თებერვალი 2018 12:19
კი მაგრამ კარებები არ უნდა შეამოწმონ? ან იმ სართულზე მანდატური არ იყო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?