ამღერებული შევარდნაძეები - როგორ აღნიშნა ედუარდ შევარდნაძის ვაჟმა 60 წლის იუბილე? - კვირის პალიტრა

ამღერებული შევარდნაძეები - როგორ აღნიშნა ედუარდ შევარდნაძის ვაჟმა 60 წლის იუბილე?

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფიკო შევარდნაძე რამდენიმე დღის წინ თბილისში დაბრუნდა. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, მამის, პაატა შევარდნაძის 60 წლის იუბილე გახდა.

პაატა შევარდნაძემ გრანდიოზული დაბადების დღე, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში გადაიხადა. იუბილარის დაბადების დღისთვის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

პაატა შევარდნაძეს დაბადების დღის ორგანიზებაში, მის ოჯახს, დეპუტატი ზაზა ხუციშვილი დაეხმარა, რომელმაც საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა. კერძოდ, მის მეუღლეს და ქალიშვილს სიმღერა ჩააწერინა.

როგორც სოფოს ჩანაწერიდან ირკვევა, შევარდნაძეს "ბიტლზები" ძალიან უყვარს, ამიტომ ბიზნესმენის ქალიშვილმა დეპუტატთან ერთად, უკვდავი ჰიტი "Hey Jude" ქართულ ენაზე ჩაწერა.

იხილეთ ვიდეო