დოდო გუგეშაშვილი: "მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმები ვართ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს" - კვირის პალიტრა

დოდო გუგეშაშვილი: "მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმები ვართ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს"

თადარიგის პოლოკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების გამო, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიუსამძიმრა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც დოდო გუგეშაშვილის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი დაკრძალეს.

"ჩვენ ძმები ვართ, ორივე ამ ქვეყნის შვილები ვართ, გულით, სისხლით და ხორცით. მალხაზი საქართველოს პატრიოტია, ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მისი ჭირისუფალი მე ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს, როდესაც ხედავდნენ, რომ დღე და ღამე საავადმყოფოში ვიყავი თემირლანის გამო. ეს მაგარი კაცია, კბილებით ეჭირა ამას და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს საქართველოს ის ნაწილი და ხვალაც და ზეგაც დაიჭერენ და მტერს არ შემოახედებენ საქართველოში", - განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილზე საუბრისას.

მას ჟურნალისტებთან სხვა თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

იხილეთ: შვილმკვდარი მშობლების სულისშემძვრელი შეხვედრა - დოდო გუგეშაშვილის შვილის დაკრძალვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა

"ინტერპრესნიუსი"