ბათუმში ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

ბათუმში ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა

ბათუში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში იყო, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომობილების მძღოლები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფატზე დააჯარიმა.