გარდაცვლილ მამაკაცს სახლი სავარაუდოდ ნაქირავები ჰქონდა - ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - კვირის პალიტრა

გარდაცვლილ მამაკაცს სახლი სავარაუდოდ ნაქირავები ჰქონდა - ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს' საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა განუცხადეს. ადგილზე 8 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა, თუმცა ერთი შუახნის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 1 საცხოვრებელი ბინა და დაზიანებულია რამდენიმე კომერციულ ობიექტი.

ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებიან ნაძალადევის რაიონის გამგებელი და გამგეობის წარმომადგენლები, რომლებიც სიტუაციას სწავლობენ. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ასევე, უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა და ის, იყო თუ არა დაცული აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები.

რაც შეეხება გარდაცვლილ მამაკაცს, მას სახლი სავარაუდოდ ნაქირავები ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"