ამოუხსნელი მოვლენა სკრაში - რას ამბობს იმ ჭის პატრონი, რომელშიც წყალი გაცხელდა? (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ამოუხსნელი მოვლენა სკრაში - რას ამბობს იმ ჭის პატრონი, რომელშიც წყალი გაცხელდა? (ვიდეო)

უცნაური მოვლენა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილ ჭაში წყალი გაცხელდა.

მახარაშვილებმა სასმელი წყლის ტემპერატურის მატება 3 დღის წინ შენიშნეს, მას შემდეგ კი, ტემპერატურამ კვლავ მოიმატა და ამჟამად 38 გრადუსს აღწევს. ოჯახის უფროსი, კახა მახარაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ჭა თითქმის 100 წელს ითვლის და ყოველთვის განსაკუთრებულად ცივი წყლით გამოირჩეოდა, ამჟამად კი, სასმელი წყლის მოტანა სოფლის საუბნო ონკანიდან უწევთ.

კახა მახარაშვილი:

"ასეთი რამ არც მომხდარა ჩვენს სოფელში და არც გვსმენია. ახლოს არანაირი ბუნებრივი ცხელი წყლები არ არის, ძალზე შეშფოთებულები ვართ, ვერაფრით ვხსნით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჭაში წყლის გაცხელება. 14 თებერვალს დაიწყო წყლის ტემპერატულის მატება, ახლა გავზომეთ და უკვე +38 გრადუსია, გოგირდის ან სხვა სპეციფიური სუნი არ შეინიშნება, ფაქტია, რომ მიწის ქვეშ გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, რაც ჭის წყლის ტემპერატურის მატებას იწვევს. ჭა დახურულ სივრცეშია მოქცეული და სერიოზულად მაფიქრებს, რაიმე პრობლემა არ შეექმნას საცხოვრებელ სახლს ან ოჯახის წევრებს. არ ვიცი, ვის უნდა მივმართოთ, რომელ სამსახურს, რომ გავიგოთ, რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება, ეს წყალი და რასთან გვაქვს საქმე.

იხილეთ ვიდეო