როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 17-18 თებერვალს? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 17-18 თებერვალს?

17 თებერვალს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი.

17 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 18 თებერვალს +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.