რა მდგომარეობაა თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ბენზინმზიდი აფეთქდა? - კვირის პალიტრა

რა მდგომარეობაა თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ბენზინმზიდი აფეთქდა?

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი აფეთქდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სოფელ კობაძესთან მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შემდეგაც აფეთქდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

გზაზე, სადაც რამდენიმე ხნის წინ ბენზინმზიდი აფეთქდა, მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლი სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 10-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

საწვავით სავსე სატვირთო მანქანა კომპანია „სოკარს“ ეკუთვნის. ბენზინმზიდი მთლიანად დაიწვა.

მომხდარის ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტები მივლენ. მათთვის ჯერჯერობით უცნობია რა მდგომარეობაა ადგილზე.

"ინტერპრესნიუსი"