ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული - კახეთში ავტომანქანა ხევში გადავარდა - კვირის პალიტრა

ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული - კახეთში ავტომანქანა ხევში გადავარდა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, პაციენტს გატეხილი აქვს ნეკნები, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.