კალაძე: "ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასა და აცრასთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

კალაძე: "ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასა და აცრასთან დაკავშირებით"

"ჩვენთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში, ერთ-ერთ ბაღში ჩუტყვავილას ვირუსით მცირეწლოვნის გარდაცვალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"რაც შეეხება შემოწმებას, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, ამან მშობლებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ჩვენ მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

"ინტერპრესნიუსი"