რატომ მისცეს რუსულ კომპანია "ნიკარემსტროის" დისკვალიფიკაცია თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში? - კვირის პალიტრა

რატომ მისცეს რუსულ კომპანია "ნიკარემსტროის" დისკვალიფიკაცია თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში?

თბილისში ორ ლოკაციაზე ესტაკადების მშენებლობით დაინტერესებული რუსული კომპანია "ნიკარემსტროი" ტენდერებიდან დისკვალიფიცირდა.

ორივე შემთხვევაში სატენდერო კომისიამ შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. საქმე ეხება როგორც მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადის) მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვალს დასრულდა. თბილისის მერიამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 901 669 ლარი განსაზღვრა. კომპანია "ნიკარემსტროიმ" კი ესტაკადის

მშენებლობა მერიას 2 698 524 ლარად შესთავაზა. გაგრძელება