ექიმი: "პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება" - კვირის პალიტრა

ექიმი: "პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთება აქვს, რომელიც გასულ კვირას გამოუვლინდა. ექიმის განმარტებით, მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება.

"გაციებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, სახის სამწვერა ნერვის ანთება განვითარდა, რამაც სახეზე გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. მკურნალობა სახლის პირობებში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. მანამდე პატრიარქს კვირის დასაწყისში თოდუასა და ჩაფიძის კლინიკებში სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა, რათა სხვა რაიმე მიზეზი გამორიცხულიყო. ანალიზების შედეგები ძალიან კარგია", – განაცხადა შარტავამ.

"ინტერპრესნიუსი"