"მაია დიდი ხანია თავს გრძნობს ცუდად" - რას ამბობს "პროფილის" პროდიუსერი მაია ასათიანის ჯანმრთელობაზე? - კვირის პალიტრა

"მაია დიდი ხანია თავს გრძნობს ცუდად" - რას ამბობს "პროფილის" პროდიუსერი მაია ასათიანის ჯანმრთელობაზე?

თოქ-შოუ "პროფილი" დროებით ეთერში აღარ გავა. ამის მიზეზი მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გავრცელდა.

"სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.

იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.

მადლობა გვერდში დგომისთვის!" - ნათქვამია განცხადებაში.

დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE გადაცემა "პროფილის" პროდიუსერს ნიკოლოზ ხაჩიძეს დაუკავშირდა:

- მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო კარგი, ის დიდი ხანია თავს გრძნობს ცუდად. სულ იკრებდა ძალას, ეს ყველაფერი ეთერში არ ეჩვენებინა, მაგრამ უკვე ფიზიკურად ვეღარ შეძლო, ამიტომ ექიმების რეკომენდაციით, დროებით ის არ იმუშავებს და ეთერში აღარ გამოჩნდება. გაგრძელება