"ყველა მამაკაცს მაინც დიასახლისი მოსწონს"
"ყველა მამაკაცს მაინც დიასახლისი მოსწონს"
"გემრიელად ჭამაც მიყვარს და კერძის მომზადებაც" - ამბობს ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი. გთავაზობთ ამონარიდებს.

"ძალიან მეგოიმება, როცა ქალები საოჯახო საქმის არცოდნით ტრაბახობენ"
- არ მივეკუთვნები ისეთი ქალების კატეგორიას, რომლებიც ტრაბახობენ, რომ საოჯახო საქმე არ იციან და არ აკეთებენ. ეს ძალიან მეგოიმება, მართლა. ქალი რომ ამას ამბობს, მგონია, რომ ტრიპაჩობს და ძალით იქმნის კოსმოსიდან ჩამოფრენილის იმიჯს. "არ შემიძლია", არ არსებობს. მანქანასაც გავაკეთებ, თუ საჭიროება მოითხოვს, ბორბალსაც გამოვცვლი და კედელსაც
შევღებავ. შესაბამისად, დაუთოებაც ვიცი, ტანსაცმლის რეცხვაც, ჭურჭლისაც და ა.შ. უბრალოდ, ღმერთის წყალობით, მყავს ადამიანი, რომელიც ამჟამად ამ ყველაფერში მეხიდება, ოთხ შვილთან ერთად, ამითაც რომ ვიყო დაკავებული, ფიზიკურად დრო არ მაქვს, ვერ ვასწრებ. თუმცა, როცა ჩემს ქმარს ან ბავშვებს უცებ რაღაც სჭირდებათ, აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვაკეთებ.

"დამიჯერეთ,
ყველა მამაკაცს მაინც დიასახლისი მოსწონს"

- ქალბატონებს, უფრო მეტად კი პატარა გოგონებს, რომლებიც თავს იწონებენ, არაფრის კეთება შემიძლიაო, ვურჩევდი, გაითვალისწინონ და დამიჯერონ, რომ ყველა მამაკაცს მაინც დიასახლისი მოსწონს. თავიდან ბოლომდე ფქვილში ამოსვრილ და მოუვლელ ქალს არ ვგულისხმობ, თავი უნდა მოიწესრიგოთ, რა თქმა უნდა, საჭმელი გექნებათ გასაკეთებელი თუ ტანსაცმელი დასაუთოებელი, მერე კი დიასახლისის იმიჯი მოირგოთ, რომელიც ძალიან პრესტიჟულია. ყველა ქვეყანაში, სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, როდესაც ქალი თავის გაკეთებულ კერძებზე გპატიჟებს, ყოველთვის უფრო დასაფასებელია. დღეს ბევრად უფრო მარტივია, კარგი დიასახლისი იყო, რადგან ინტერნეტი გვაქვს და კერძების რეცეპტებით დაწყებული, ლაქების ამოყვანით დამთავრებული, ყველაფერზე შეგიძლიათ წაიკითხოთ რჩევა. (იხილეთ სრულად)

მარი
23 მაისი 2018 12:07
ია, განათლებული და წარმატებული როა და ოჯახშიც უსაქმური რომ არ არის, ამაზეა აქცენტი, თუ კარგად დაძაბავთ თქვენს ნათელ გონებას, ჩაწვდებით ;)
აქ სხვა სტერეოტიპის მსხვრევაზეა საუბარი.
...
24 თებერვალი 2018 15:40
უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ქართველი დედის აზროვნებით და საქმით .იხარე და იმრავლე მრავალჟამიერ ოჯახით.იხარა შენმა გამზრდელმა
kiki
24 თებერვალი 2018 15:15
გენაცვალე,მაგარი გოგო ხარ.ბრავო.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?