რა განცხადებას აკეთებს შენობის ადმინისტრაცია, საიდანაც დღეს ჩამოვარდნილ შუშას მოზარდი ემსხვერპლა? - კვირის პალიტრა

რა განცხადებას აკეთებს შენობის ადმინისტრაცია, საიდანაც დღეს ჩამოვარდნილ შუშას მოზარდი ემსხვერპლა?

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" შენობის გარე ფასადიდან მინის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც"ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, დაახლოებით, დღის 15:30 საათზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, რომლებიც მომხდარისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ უდიდესი ტრაგედიის და ტკივილის გამოსახატად. ამ მძიმე წუთებში ვდგავართ ოჯახის გვერდით. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილის პერიმეტრი შემოღობილია. შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა 2008 წელს და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

"ინტერპრესნიუსი"