არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისთვის საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მიმართავს - კვირის პალიტრა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისთვის საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მიმართავს

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქართველოს ეკლესია მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს. ჟვანიამ ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის დეტალებზე.

მისი თქმით, შეხვედრა ოჯახის თხოვნით შედგა. პატრიარქმა ოჯახი დალოცა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი ლოცვა წაიკითხა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს შენობაში საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს არ გაუკეთებიათ.

"ინტერპრესნიუსი"