"ხვედელიძე, გოლი, გოლი მინდა..." - რას საქმიანობს ყველაზე ცნობილი "უქიმერიონელი" ფილმიდან "ფეოლა"?
15-03-2018
"ხვედელიძე, გოლი, გოლი მინდა..." - რას საქმიანობს ყველაზე ცნობილი "უქიმერიონელი" ფილმიდან "ფეოლა"?
ფოტოგალერეა

"უცნაურია, არც ერთი "უქიმერიონელი" მსახიობი არ გამხდარ
ა"

"ფეოლა, შევერკინოთ ერთმანეთს?"; "რა ბურთი გაუშვი,­ ჰა?! დაგმარხავ იმ კარებში!" - ეს ფრაზები ბაადურ წულაძის მიერ გადაღებული რეზო გაბრიაძისა და გოგი ჩარკვიანის სცენარით შექმნილი ფილმიდან "ფეოლა", ბევრმა დღესაც ზეპირად იცის. ფილმში მწვრთნელს განუმეორებელი იპოლიტე ხვიჩია ასახიერებს, რომელიც ერთ "უქიმერიონელს" მიმართავს ყველაზე ხშირად: "ახლა გეტირება ყოფის დღე, ხვედელიძე, ნახავ, ვინაა ფეოლა, მე თუ შენ?", "ხვედელიძე, გოლი, გოლი მინდა, 2 გოლი". ხვედელიძეს ფილმში ბათუმელი
გაბრიელ ცინცაძე
­ ასახიერებს, მაშინ იგი 12 წლის იყო.

- ბათუმის მანთაშოვის ბაღში თანატოლებთან ერთად ფეხბურთის თამაშ­ისას შევუნიშნივარ გადამღები ჯგუფის წევრებს. მოვიდნენ ჩვენებთან, იქნებ ბავ­შვი თბილისში სინჯებზე ჩამოიყვანოთო. ძალიან გავიხარე, როცა შევიტყვე, რომ ფილმი ფეხბურთზე უნდა ყოფილიყო. გადაღებები ბათუმში დაიწყო, პერიოდულად კიევსა და თბილისშიც მიმდინარეობდა. პელეს
მეძახდნენ იმის გამო, რომ ფეხბურთიც მიყვარდა და ისედაც შავგვრემანი ვიყავი.

იპოლიტე ხვიჩია არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ფეხბურთი ხომ სასწაულად უყვარდა. ნარდისა და "დურაკას" თამაშის დიდი მოყვარულიც იყო.

- წაგებაზე ძალიან ბრაზდებოდაო.

- რა გითხრათ, თითქმის წელიწადი ვიყავით ერთად და გაბრაზებული იპოლიტე არ მინახავს.

- ფეოლას რომ ეძახდით, რა რეაქცია ჰქონდა?

- ფეოლა მამაშენიაო, ფილმშიც ხომ გვეუბნება. სცენარით იპოლიტე ისეთ ფრაზებს ამბობდა, არ გაიცინოთო, გვაფრთხილებდნენ, დუბლი რომ არ გაგვეფუჭებინა, მაგრამ ვერ ვიკავებდით თავს.
უნდა გენახათ, რა ხდებოდა, იპოლიტე საბანაო კოსტიუმით პლაჟზე რომ გამოივლიდა, ერთ გამარჯობას იტყოდა და ხალხი მოსასულიერებელი ხდებოდა.

კიევში ქალაქის ისტორიულ ადგილებს­ გვათვალიერებინებდნენ ხოლმე. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იქაურ სტადიონზე თამაში იყო. მაგ ეპიზოდში რეალური კადრებია გამოყენებული, ფლორენციის "ფიორენტინასა" და კიევის "დინამოს" თამაშიდან.

- ფილმი რომ ნახეთ, მოგეწონათ?

- ძალიან. კინოში სეანსი რომ იწყებოდა, ნახევარი დარბაზი ჩემი ნათესავებითა და ახლობლებით იყო სავსე. სხვათა შორის, მას შემდეგ ფეოლას მეძახიან.

- მსახიობობაზე არ გიოცნებიათ?

- არა. სპორტს გავყევი. პრემიერიდან რამდენიმე წელში ფეხბურთს დავანებე თავი და კარგა ხანს ვჭიდაობდი. დღეს ბათუმის დინამოს ბაზაში ასაკობრივი გუნდების ადმინისტრატორად ვმუშაობ.

- შემდეგ თუ შეხვდით გადამღები ჯგუფიდან ვინმეს?

- რამდენიმე წლის წინ შევხვდი ბაადურ წულაძეს, ბათუმის საპატიო მოქალაქის ტიტული რომ გადასცეს. შემომხედა და, ბიჭო, ისევ იმხელა ხარ, მას შემდეგ არ გაზრდილხარო. ერთხელ იპოლიტე ხვიჩიას თბილისში, კინოს სახლთან გადავეყარე. თბილად მომიკითხა, გადამეხვია. მის შვილიშვილებთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ერთ-ერთმა, ნუკრიმ,""ფეოლაში""ეპიზოდური როლი ითამაშა, ბესიკის (რომელსაც ზურაბ ქაფიანიძე ასახიერებს) ძმის.

- ოჯახზეც მიამბეთ?

- მეუღლე მყავს და 10 წლის ვაჟი. ცოტა დამიგვიანდა დაოჯახება...
განსაკუთრებული ემოციები მიპყრობს ამ ფილმის ყურებისას. "უქიმერიონის" წევრებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მე და ლევან შამილოვის (დოლაბერიძის როლის შემსრულებელი) გარდა, ყველანი 35-ე საფეხბურთო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. უცნაურია, არც ერთი "უქიმერიონელი" მსახიობი არ გამხდარა.

"ფეოლა" კი ისევ პოპულარულია


ბაადურ წულაძე: "თავდაპირველად ვფიქრობდი, თვითონ განმესახიერებინა ფეოლა, მაგრამ გადავიფიქრე, ჯერ ერთი, ეს ფილმი ჩემი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი იყო და შემეშინდა, მერე სინჯებზე იპოლიტე რომ ვნახე, სხვა მსახიობზე არც მიფიქრია. ფილმის პრემიერამ ისე ჩაიარა, მთავრობიდან არავის გამოუხატავს განსაკუთრებული ემოცია. მაშინ ვთქვი, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს-მეთქი. რაც მაშინ შედევრებად გამოაცხადეს, დღეს ბევრს აღარც ახსოვს, "ფეოლა" კი ისევ პოპულარულია".

იხილეთ ფოტოგალერეა როგორ გამოიყურებიან ცნობილი კინოგმირები დღეს

ეკა სალაღაია
როგორ გამოიყურებიან ცნობილი კინოგმირები დღეს
მიყვარს ეს ფილმი
16 მარტი 2018 11:39
-პატარა გოგო რაგქვია
-ნუნუ
-მანდ ვინ უკრავს
-ჩემი ძმა ბესიკი
-ბესიკიკოო
(დააა აბა ძმა)
იასონი
15 მარტი 2018 12:11
ჩემი უსაყვარლესი ფილმი.
"რა ხალხში მექნება საქმე!"
"ავანტურისტი ქალი, მადამ დე პომპადურისტი"...
"სწავლა სინათლეა. უსწავლელობა.... სიბნელე!"
"არ დაივიწყოთ ჩემი სტილი!"

რედაქტორის რჩევით