ჰოლივუდის ვარსკვლავების სტილისტი და კიმ ბესინჯერის ბოიფრენდი გვირჩევს...
05-03-2018
ჰოლივუდის ვარსკვლავების სტილისტი და კიმ ბესინჯერის ბოიფრენდი გვირჩევს...
"მინიმალიზმი და ბუნებრივი­ ვარცხნილობა ყველანაირ მოდას გაუძლებს"

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სტილისტი მიჩ სტოუნი­ ჰოლივუდში ცხოვრობს. კარიერა 25 წლის წინ დაიწყო. კამერონ დიასი, სარა ჯესიკა პარკერი, დემი მური, ალ პაჩინო, ბრუკ შილდსი, რობერტ დენირო, ჯუდ ლო - ეს მიჩ სტოუნის კლიენტების არასრული ჩამონათვალია. ვარსკვლავების ცნობილი სტილისტი, ბოლო რამდენიმე წელია, კიმ ბესინჯერთან ერთად კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში, სანაპიროსთან ცხოვრობს. მიჩ სტოუნს ჰოლივუდში დავუკავშირდი.

- მიყვარს ჯორჯია, ეს კიმის მშობლიური შტატია, იქ დაიბადა, -
მეუბნება მიჩ სტოუნი მას შემდეგ, რაც ვეუბნები, რომ ჟურნალისტი ვარ ჯორჯიიდან.

- ეს სხვა ჯორჯიაა. ევროპაშია და დედაქალაქი თბილისია.­ ჩვენ უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის ქვეყანა ვართ, - არ ვნებდები და იუნესკოს სიაში რაც არის, ყველა ჩვენი კულტურული ძეგლის შესახებ ვუამბობ.
- მიხარია, რომ ასე შორიდან
მიკავშირდებით..."

- 1990-ში არაფერს ვაკეთებდი, დავხეტიალებდი და ბენდში ვუკრავდი. ერთ დღესაც მუშაობა სალონის მაღაზიაში დავიწყე და დავაკვირდი, როგორ მუშაობდნენ სტილისტები. ერთ დღეს სალონის მეპატრონემ მითხრა, თუ გაინტერესებს, შემიძლია, გასწავლოო. აი, ასე დაიწყო. ერთ-ერთი ფილმის გადაღებებზე სამ მსახიობს და შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს შევაჭერი თმა. რეჟისორი კითხულობდა, ვინ არის ეს ბიჭი, მთელი­ გუნდი რომ გაგვილამაზაო.­ ეს იყო მსახიობებთან მუშაობის პირველი გამოცდილება...
ყველაზე დიდ მიღწევად მაიკლ ჯექსონთან მუშაობას მივიჩნევ, კლიპისთვის "Black or White".

- სოციალურ ქსელში ხშირად განსხვავებული ვარცხნილობის ფოტოებს აქვეყნებთ. თუ არის ვარცხნილობა, რომელიც, თქვენი აზრით, მოდიდან არასდროს გადავა?

- მინიმალიზმი და ბუნებრივი­ ვარცხნილობა ყველანაირ მოდას გაუძლებს. სულ ვფიქრობ, ისე გავაკეთო, როგორც იტალიელები გააკეთებდნენ - იმ ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, "ცოტა ნიშნავს მეტს". კლიენტებთან ოცწლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ თმის სილამაზე მის სიჯანსაღეშია. თმა არ უნდა გამოშრეს და დაზიანდეს. ჯანსაღი, ბზინვარე და ლამაზი თმა - ეს მოთხოვნა არ იცვლება.

კომერციულ პრ­ო­­ე­ქ­ტ­ებზე­ მუშაობის დროს ყოველთვის ვიყენებ სამ პროდუქტს - მოცულობის მოსამატებელს (თუ გადაღება სანაპიროზეა, თმას ზღვის ან ოკეანის წყლითაც ვასველებ), ბზინვარებისთვის განკუთვნილ პროდუქციას და თმის ფიქსატორს.

- ხშირად ახსენებთ პაპაიას, როგორც თმისთვის საუკეთესო პროდუქტს.

- პაპაია არა მხოლოდ გემოთია გამორჩეული, მას თმის გამოსაკვებად და გასაჯანსაღებლად უნიკალური თვისებებიც აქვს. კვებავს თმის ღერს ძირიდან ბოლომდე, მდიდარია ბეტა კაროტინით, რომელიც შველის სიმშრალეს, აღადგენს და აძლიერებს დაზიანებული თმას, ანიჭებს ბზინვარებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ვიტამინებს. E ვიტამინი ინარჩუნებს ფერს და იცავს შეღებილ თმას, C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს, ვიტამინი B3 ატენიანებს და არბილებს, ვიტამინი B5 - აღადგენს, ვიტამინი B6 კი ხელს უწყობს თმის ზრდას.

- შარშან "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კიმიმ თქვენზე ბევრი ილაპარაკა...

- კიმი ძალიან საყვარელია, მისი სილამაზის საიდუმლოს გაგიმხელთ - ის დღის განმავლობაში ბევრ წყალს სვამს, არასდ­როს გადის გარეთ მზისგან დამცავი საცხის გარეშე და ყოველთვის­ ფიქრობს, როგორ გაუკეთოს სიკეთე ადამიანებსა და ცხოველებს.

- ახლახან წერდით, რომ კიმის ძველი ფოტოს გამოყენება გსურდათ თქვენი პროდუქციის ახალი სარეკლამო რგოლისთვის.

- ჯერ ვერ მოვიფიქრე ახალი შეფუთვის ვიზუალური მხარე, მაგრამ ვმუშაობ. კიმი კი მართლაც ძალიან ლამაზია ძველი გაზეთის ფურცლებზე და ახლაც.

სიურპრიზი...


ერთი წლის წინ კიმ ბესინჯერი "კვირის პალიტრას" პირად ცხოვრებაზე ესაუბრა: "არაჩვეულებრივი ბოიფრენდი მყავს. 20 წლის წინ შევხვდი, ერთად ვმუშაობდით და კარგი მეგობრები ვიყავით. ბოლო სამი წელია, ერთად ვართ, რაც სიურპრიზიიყო ორივესთვის,­ ­თუმცა - ძალიან ლამაზი სიურპრიზი... მე და მიჩი დიდ დროს ვატარებთ ჰავაიზე. ჰავაი ჩვენი საყვარელი ადგილია".

ნინო წიფურია
ნინო
14 მარტი 2018 12:03
მომეწონა უმაგრესი სტატიაა თან სასარგებლო რჩევებით ნინ უმაგრესი ხარ♥️♥️♥️♥️♥️♥️

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები