"ტაქსი დაეჯახა, ჯერ "კაპოტზე" შეაგდო, მერე კი... დამეხმარეთ, რომ ჩემი შვილის სიცილი ერთხელაც გავიგონო"
"ტაქსი დაეჯახა, ჯერ "კაპოტზე" შეაგდო, მერე კი... დამეხმარეთ, რომ ჩემი შვილის სიცილი ერთხელაც გავიგონო"
"ჩემს ხმასა და მოფერებაზე ტირის, ძმისა და მამის ხმაზეც, კარს რომ შემოაღებენ, თვალებს ატრიალებს და ცრემლი ადგება. ცრემლს ვწმენდ და მეც ვტირი, მაგრამ  უკვე უცრემლოდ - ცრემლი გამიშრა"

მათი ბინის კარის შეღებისას ტკბილ ჩურჩულს გაიგონებ, ისეთს, დედები პაწია შვილებს გაღვიძებისას რომ ეფერებიან, თუმცა ამ სახლში არც ჩვილია და არც - ბედნიერი დედა. ქალი, ოთხი წელიწადია, 27 წლის უგონო შვილს უვლის. 26 წლის ირაკლი ჩხაიძე ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაშია. ფართოდ გახელილ თვალებში
დედის ხმაზე ცრემლები უგუბდება და ღაწვებზე ნელ-ნელა ჩამოსდის. იმ საბედისწერო დღეს 22 წლის ვაჟკაცს მანქანა დაეჯახა და მათი ცხოვრებაც უკუღმა დატრიალდა.

ფატიმა ლიპარტელიანი: -
ირაკლი ჯარში იყო, კოჯრის ნაწილში მსახურობდა. აღდგომის წინადღეს მეთაურმა ერთი დღით ყველა გაათავისუფლა. ბიჭები თბილისში მცხოვრებ მეგობართან წასულან. იქ რომელიღაცას ღამის
11 საათზე სიგარეტი მონდომებია. ირაკლი არ ეწეოდა, მაგრამ ბიჭებისთვის უთქვამს, წავალ, მე ვიყიდიო. გავიდა და იქვე, სახლთან დაეჯახა მანქანა.

იმ დღეს მთელი დღე ვწრიალებდი. დღე არ ყოფილა, ირაკლის ჩემთვის არ დაერეკა. მთელი დღე მისი ხმის გარეშე რომ გამეპარა, საღამოს მე დავრეკე. მეგობარმა მიპასუხა, ირაკლის ტელეფონი დარჩაო. თურმე ამ დროს უკვე ღუდუშაურის კლინიკაში იყო, უმძიმესი ჭრილობებით.…

- ასეთი რა დაზიანებები ჰქონდა, რომ კომა გამოიწვია?

- ტაქსი დაეჯახა... ჯერ "კაპოტზე" შეაგდო, მერე კი ასფალტზე გადმოაგდო... მოტეხილობებს ეშველებოდა, რომ არა თავში სისხლჩაქცევები.
ექიმმა მითხრა, ოპერაციას აზრი არა აქვს, სიკვდილს ყოველ წამს უნდა ველოდოთო. ორი კვირის მანძილზე ამას მიმეორებდნენ,…მე კი კარდიოგრამას შევცქეროდი. როცა ჩემს შვილს ყურში ჩავჩურჩულებდი, კარდიოგრამაზე გულისცემა იცვლებოდა და ექიმებისთვის როგორ დამეჯერებინა!
ამიტომ ბავშვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მოვითხოვე, იქიდან კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გორში არავინ მყავდა, ამიტომ თბილისში ნათესავთან დავსახლდი და ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა. სამი დღე ვმუშაობდი, ოთხი დღე კი გორში დავდიოდი შვილთან.

ექიმები ჩემს შვილს თავდაუზოგავად უვლიდნენ, მერე მათაც იმედი გადაიწურეს. მე კი ერთ დღეს, როცა მხოლოდ ექთანი იყო პალატაში,
ირაკლის ხელზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, შვილო, ჩვენი არავის სჯერა, რამე ნიშანი მივცეთ, რომ გესმის-მეთქი! ამის თქმა იყო და, მაჯაზე ირაკლის თითების მოჭერა ვიგრძენი და ისე ვიყვირე, ექთანი მოვარდა. ირაკლის ხელს დახედა და ექიმებთან გაიქცა - ნახეთ, რა ხდებაო!

ასე მრავალჯერ განმეორდა, მაგრამ ექიმებმა საერთო გაუმჯობესებისა ვერაფერი შენიშნეს და გაუბედავად მითხრეს, ნება მოგვეცით, ბიჭი აპარატიდან მოვხსნათო.
იმ დღეს შეშლილივით წამოვედი თბილისში. გამთენიისას ჩამთვლიმა და ირაკლი დამესიზმრა, სასუნთქი აპარატი მოეხსნა. სიზმარში შევტირე, ეს რა გიქნია, შვილო, როგორ ისუნთქებ-მეთქი, მან კი გამიღიმა, ნუ გეშინია, აღარ მჭირდებაო. მეორე დღეს გიჟივით გავიქეცი გორში და პალატაში შესული კარშივე ჩავიკეცე - ჩემს შვილს მართლა მოხსნილი ჰქონდა სასუნთქი აპარატი.
ექიმმა ამაყენა, ნუ გეშინიათ, გულის ფუნქციები აღდგა და იმიტომ მოვხსენითო.

- თუ გამოჯანმრთელებისაკენ წავიდა, დღეს ისევ კომაში რატომ არის?

- ძალიან ნელა მიდის პროცესი. შინ გამომატანეს, ყელში საკვების ზონდითა და კათეტერით. კარგა ხანს ვახმარე, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ ნერწყვს თავისით ყლაპავდა და ზონდი არ სჭირდებოდა. ასე ნელ-ნელა ზონდთან ერთად კათეტერიც მოვხსენი. ჩემს ხმასა და მოფერებაზე ტირის, ძმისა და მამის ხმაზეც, კარს რომ შემოაღებენ, თვალებს ატრილებს და ცრემლი ადგება. ცრემლს ვწმენდ და მეც ვტირი, მაგრამ უკვე უცრემლოდ - ცრემლი გამიშრა.

- ირაკლის ძმა და მამა თქვენთან ერთად არ ცხოვრობენ?

- ჩემი ქმარი სოფელში შრომობს, რომ საჭმელი მოგვაწოდოს - ირაკლის ჯანსაღი კვება სჭირდება. უUმცროსი ბიჭი მასთან არის, ვერ ეგუება ირაკლის ასეთ მდგომარეობას. როცა მოვა, ისეთი დარდიანი მიდის, გული მიკვდება. მე სულ ირაკლის გვერდით უნდა ვიყო, გადასხმებსაც მე ვუკეთებ, ყველაფერი ვისწავლე. ფულის შოვნა კი მიჭირს მისი წამლებისთვის. ამ ბოლო დროს კიდევ ერთი სატანჯველი გამიჩნდა - გერმანიის კლინიკიდან მომწერეს, ოპერაციით შევძლებთ, ცნობიერება დაუბრუნდეს, მაგრამ ამას 100 ათასი დოლარი სჭირდებაო. ეს ფული საიდან მოვიტანო?

- მწარეა, როცა შვილის გადარჩენა შეგიძლია და უფულობის გამო ვერ შველი...

- სამაგიეროდ, მუხლებზე დაცემა შემიძლია, რომ მთელ ქვეყანას ვთხოვო ეს ფული. თუკი ვინმეს შეუძლია, იქნებ მცირეოდენი შემომწიროს, რომ ჩემი შვილის სიცილი ერთხელაც გავიგონო!

P.S. ვისაც ირაკლი ჩხაიძის დახმარების სურვილი აქვს, ტელეფონისა და ანგარიშის ნომერს გთავაზობთ: ტელ: 595 14 51 47;

საქართველოს ბანკი,

GE57BG0000000821912600

მიმღები დედა, ფატიმა ლიპარტელიანი.


ეთერ ერაძე
...
14 მარტი 2018 19:38
Qalbatono eteri eradze didi madloba am interviustvis tqven siketistvis..ufalma dalocos tqvennairi guliani suliani adamianebi..yvelas udidesi madloba chemi da chemi iraklis tkivilis gultan mitanistvis tqveni madlierebistvis pensionrebi mirekaven gukis tkivilit ar gvaq imdeni shvilo dagexmarot tqven yvelani damexmaret im sitboti rac am dgeebis mandzilze mivige tqvengan ufalma gagadzlidrot mravali kdtili saqmeebi geketebiot ...
Ека
14 მარტი 2018 17:09
Qalbatono nu daecemit..imedit icocxlet radgan yvelaperi kargad iqneba..upali tqve tan aris..gadzlierdit da tqvens shvils nu moaklebt mzrunvelobas da siyvaruls.
irma
13 მარტი 2018 15:37
გული დამეწვა, ღმერთო გამოაჯანმრთელე
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები